|
2019-11-05 18:06:01, 2873 ნახვა
სამართალი
კანაფის მოყვანისთვის პროკურორი პატიმრობას ითხოვს
ჭიათურის რაიონის სოფელ ქვაციხის მცხოვრებ ავთო მეტრეველს, რამდენიმე ძირი კანაფის კულტივაციისთვის 6 წლიანი პატიმრობა ემუქრება. ადვოკატი მას საპროცესო შეთანხმების გაფორმებას სთავაზობს, რომლის მიხედვითაც წელიწად-ნახევარი პატიმრობა და 3.5 წელი პირობითი სასჯელი ელის. სასამართლო პროცესზე „გირჩის“ ლიდერი, ზურაბ ჯაფარიძეც იმყოფებოდა. ჯაფარიძის თქმით, ციხეში კულტივაციის მუხლით აღარავის სვამენ და პირობები, რომელსაც ამ ადამიანს უყენებენ წარმოუდგენელია. „პროკურორი ილია გელბახიანი ემუქრება ამ ადამიანს. აშინებენ, ეუბნებიან, რომ თუ ამ საპროცესო შეთანხმებაზე არ წავა და წელიწად-ნახევრით არ ჩაჯდება ციხეში, 6 წლიანი პატიმრობა ემუქრება. იმ მცენარის მოყვანის თვის, რომლის მოხმარებაც წელიწადზე მეტია ლეგალურია ამ ქვეყანაში.“ როგორც ჯაფარიძემ აღნიშნა, მსგავს შემთხვევებში „გირჩი“ რამდენიმე ადამიანს დაეხმარა და ყველა, ვინც კი პრინციპულობაზე დაითანხმეს გარეთ არის, რადგან მათ ვერ შეეხნენ. „მოსამართლე იქნება თუ პროკურორი ილია გელბახიანი, მათ მინდა დავპირდე, თუ რაღაცნაირად მოახერხეს და შეაშინეს ეს ადამიანი და გააფორმებინეს ის წელიწად-ნახევარი ციხეში წასვლის საპროცესო შეთანხმება, ან თუ შეასრულეს ეს მუქარა და მე არ მჯერა, რომ შესაძლებელია ამის გამო ადამიანი 6 წლით ციხეში გაუშვან - მწარედ მოვთხოვთ პასუხს ყველას, მოსამართლე იქნება, პროკურორი, პოლიციელი თუ ვინც არ უნდა იყოს. ადამიანების გამწარებას და ცხოვრების დანგრევას არ შევარჩენთ არავის“, - ამბობს ზურა ჯაფარიძე.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)