|
2019-11-05 17:35:15, 2995 ნახვა
სამართალი
„კოალიცია თანასწორობისთვის“ შსს-ს მოუწოდებს, ფილმის „and then we danced“ პრემიერის ჩაშლის მუქარაზე ადეკვატური რეაგირება მოახდინოს
„კოალიცია თანასწორობისთვის“ შინაგან საქმეთა სამინისტროსა და ხელისუფლების წარმომადგენლებს მოუწოდებს, ადეკვატური ზომები მიიღონ სიძულვილის ჯგუფების მიერ გაკეთებული მუქარის განცხადებების გამო, რომელთა მიხედვითაც ისინი ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ პრემიერის ჩაშლას აანონსებენ. არასამთავრობო ორგანიზაციები მიიჩნევენ, რომ განსხვავებული შეხედულებების მქონდე ადამიანებზე ფიზიკური ძალადობა „ქართულ მარშსა“ და სხვა ძალადობრივ ჯგუფებს წარსულშიც გამოუყენებიათ. ,,კოალიცია თანასწორობისთვის“ ძალადობრივი ჯგუფების ხელმძღვანელების მიერ მედიაში გავრცელებულ მუქარას ეხმაურება. „ქართული მარშის“ ლიდერის, სანდრო ბრეგაძის თქმით, მისი მოძრაობა ლგბტი თემაზე გადაღებული მხატვრული ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ პრემიერის ჩაშლას და კინოთეატრების ბლოკირებას გეგმავს.[1] "ბავშვთა უფლებების დაცვის საზოგადოების" თავმჯდომარე, გურამ ფალავანდიშვილი კი აანონსებს, რომ მაყურებლებს თბილისისა და ბათუმის კინოთეატრებში არ შეუშვებენ და თავად დაიკავებენ დარბაზებს.[2] განსხვავებული შეხედულებების მქონე ადამიანებზე ფიზიკური ძალადობა და მათი საკუთრების დაზიანება არის ის მეთოდი, რომელიც „ქართულ მარშს“ და სხვა ძალადობრივ ჯგუფებს წარსულშიც გამოუყენებიათ.[3] შესაბამისად, მათი მუქარის გამო რეალური საფრთხე ექმნებათ იმ პირებს, რომლებსაც განზრახული აქვთ, 8 ნოემბერს ფილმის პრემიერას დაესწრონ. შემაშფოთებელია ის გარემოება, რომ ხელისუფლება, ძალადობრივი ჯგუფების მუქარისა და რიტორიკის საპასუხოდ, არ აკეთებს განსხვავებულის მიმართ შემწყნარებლურ განცხადებებს. მათი პოლიტიკური რიტორიკა და გზავნილები დაუცველი ჯგუფების მიმართ უმეტესწილად ორაზროვანია და ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებებისა და თანასწორუფლებიანობის ცნებებს. ხელისუფლება არათუ რიტორიკის დონეზე არ ეწინააღმდეგება მსგავსი ჯგუფებისგან მომდინარე საფრთხეებს, არამედ ასეთი ფაქტების რეაგირების გარეშე დატოვებით, ხელს უწყობს მათ ძალადობრივ ქმედებებს. ცალკე უნდა აღინიშნოს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ორივე დაპირისპირებული ჯგუფის ნეგატიური როლი. წლებია ისინი ძალაუფლების განმტკიცებისა თუ მისი მოპოვების მიზნით, ახდენენ ლგბტი თემის ინსტრუმენტალიზაციას და მისგან მტრის ხატს ქმნიან. ძალადობრივი ჯგუფების მხრიდან მოსალოდნელი ქმედებების ხელშეწყობად შეიძლება შეფასდეს საპატრიარქოს პრესსამსახურის უფროსის, ანდრია ჯაღმაიძის მიერ გაკეთებული განცხადება. ჯაღმაიძე საქართველოს კინოთეატრებში ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ ჩვენებას ქართული ფასეულობების დაკნინების მცდელობად აფასებს“, - აღნიშნულია განცხადებაში.
კანადამ და ევროკავშირმა ალიანსის შექმნის შესახებ განაცხადეს
აშშ-ის სასამართლომ ტრამპის ადმინისტრაციას საარჩევნო კომისიის წევრების დაშინება აუკრძალა
პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა საკონსტიტუციო ტრიბუნალთან დაკავშირებულ კონფლიქტზე - კანონის უზენაესობის აღდგენა ჩვენი მოვალეობაა
პოლონეთის პრეზიდენტმა საკონსტიტუციო ტრიბუნალის შენობა დატოვა, საპროტესტო აქციები გაგრძელდა
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)