11:16 - 03 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-11-04 12:55:55, 1596 ნახვა

სამართალი
ჯავახაძე: ავტოსაგზაო შემთხვევების და მის შედეგად დაშავებულთა რაოდენობაში კლებაა, თუმცა მნიშვნელოვანია, უსაფრთხოების ღონისძიებები გაგრძელდეს

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ნინო ჯავახაძემ საგზაო უსაფრთხოების კამპანიის მეორე ეტაპის შესახებ ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა.

როგორც მან აღნიშნა, მეორე ეტაპი მოიცავს, როგორც საკანონმდებლო ცვლილებებს, ისე პრაქტიკულ კონტროლს და ცნობიერების ამაღლებაზე მიმართულ ღონისძიებებს.

"როგორც მოგეხსენებათ აპრილში დავიწყეთ საგზაო უსაფრთხოების კამპანია "მეტი სიცოცხლისთვის", დღეს  ვიწყებთ რეალურად მეორე, ახალ ეტაპს ამ კამპანიის. ეს არის კომპლექსური ღონისძიებების ნაკრები, რომელიც მოიცავს, როგორც საკანონმდებლო ცვლილებებს, ისე პრაქტიკულ კონტროლს, ასევე, რა თქმა უნდა, ცნობიერების ამაღლებაზე მიმართულ ღონისძიებებს, ალბათ ეს არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ნაწილი. შესაბამისად, მომზადებულია  ახალი ვიდეოკლიპები, რომლებიც მედიასაშუალებებში აქტიურად დატრიალდება", - განაცხადა ჯავახაძემ.

ჟურნალისტის კითხვაზე, რას გულისხმობს საკანონმდებლო ცვლილებები, ხომ არ იგეგმება გამკაცრება, ნინო ჯავახაძემ განმარტა: 

"ორ ნაწილად გავყოთ -ერთი ნაწილი არის მართვის მოწმობის რეალურ პირობებში გატანა, ეს საკანონმდებლო ცვლილებები უკვე პარლამენტშია წარდგენილი, როგორც მოგეხსენებათ ევროკავშირის ასოცირების ხელშეკრულების მოთხოვნაც არის, მეორე ნაწილი არის ცვლილებები ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში, ეს ცვლილებები წარდგენილი ჯერ არ არის და გარკვეულწილად ეს გულისხმობს სანქციების, როგორც დიფერენცირებას ანუ დარღვევის ხარისხიდან გამომდინარე, ისე გამკაცრებას, აქ საუბარია საკმაოდ მძიმე სამართალდარღვევებზე, როგორიც არის ნასვამ მდგომარეობაში მანქანის მართვა, შემთხვევის ადგილის მიტოვება, სიჩქარის გადაჭარბება და ა.შ", - აღნიშნა შს მინისტრის მოადგილემ.

მედია ასევე დაინტერესდა, როგორია სტატისტიკა კამპანიის პირველი ეტაპის შემდეგ და არის თუ არა შეცვლილი უკეთესობისკენ მდგომარეობა: 

​"თუ შევაჯამებთ 2019 წლის 9 თვის მონაცემებს, კლება გვაქვს, როგორც  წინა წლის 9 თვესთან შედარებით, ეს არის ბოლო მონაცემები რაც გვაქვს, კლების მაჩვენებელი არის როგორც ავტოსაგზაო შემთხვევების რაოდენობაში ისე დაშავებულთა რაოდენობაში, უმნიშვნელო კლებაა ასევე ავტოსაგზაო შემთხვევების შედეგად გარდაცვლილთა რაოდენობაში, თუმცა ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ ეს ერთჯერადი ეფექტი მოდუნების საშუალებას არ გვაძლევს, მნიშვნელოვანია, რომ ეს ღონისძიებები აქტიურად გაგრძელდეს ყველას ჩართულობით, ვინაიდან საკმაოდ დიდი დრო უნდა ამ ეფექტის მისაღებად, შესაბამისად ეს ღონისძიებები უნდა გაგრძელდეს“, - განაცხადა ნინო ჯავახაძემ.

 

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უილსონი - დიქტატორ ხამენეის დაკრძალვაზე ამერიკის ყველაზე უარესი მოძულეები იკრიბებიან, ოცნების ყალბი პრეზიდენტი ყაველაშვილი ცერემონიალზე დასწრებას გეგმავს
კიევზე რუსული ავიაციის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა, დაიჭრა 90
თინა ბოკუჩავა – მქონდა ძალიან სერიოზული სინდისის ქენჯნა, რომ ხაბეიშვილის შეცვლის მიზეზად დასახელდა ჯანმრთელობის მდგომარეობა, რაც არ იყო რეალური
კახა კალაძე: „ნაციონალურ მოძრაობას“ პოლიტიკურ პარტიასაც ვერ ვუწოდებ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics