06:59 - 09 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-07-19 14:46:18, 864 ნახვა

სამართალი
აკაკი კარტოზიას დაკავებას საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის სამდივნო ეხმაურება

თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის  - გიორგი ახვლედიანის სამდივნო ადასტურებს, რომ აკაკი კარტოზია მათ აპარატში, სპეციალისტის თანამდებობაზე მუშაობს. 
"აკაკი კარტოზია სამსახურებრივ მოვალეობებს ყოველთვის კეთილსინდისიერად ასრულებდა და საკრებულოში მუშაობის პერიოდში მას შენიშვნა არ მიუღია. 

ამასთანავე მოგახსენებთ, რომ აკაკი კარტოზიამ მიმდინარე წლის მაისში მონაწილეობა მიიღო საჯარო მოხელეთა საკონკურსო- საატესტაციო გამოცდაში. მან ვერ გადალახა ბარიერი, რის გამოც, კანონის თანახმად, 14 აგვისტოს დაკავებული თანამდებობიდან  უნდა განთავისუფლდეს. 

კარტოზიას დადებითი დახასიათების მიუხედავად, კანონის წინაშე ყველა ადამიანი თანასწორია. შესაბამისად, თუ სამართალდამცავი ორგანოების მიერ გატარებული ღონისძიებების შედეგად მისი ბრალი დადასტურდება და იგი დამნაშავედ იქნება აღიარებული, ეს სამწუხარო ფაქტი იქნება და მან კანონის წინაშე  აუცილებლად უნდა აგოს პასუხი. 

ავღნიშნავთ, რომ ზემოთ აღნიშნულ ფაქტთან თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს არანაირი კავშირი არ აქვს",-ნათქვამია საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის სამდივნოს განცხადებაში.

შეგახსენებთ, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად,  თაღლითობის მცდელობის ბრალდებით, მოქალაქე აკაკი კარტოზია დააკავეს.

უწყების ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილის სამდივნოს წამყვანი სპეციალისტის თანამდებობაზე მუშაობის პერიოდში, აკაკი კარტოზია თურქეთის მოქალაქეს თურქეთის და საქართველოს ორმაგი მოქალაქეობის მიღებაში დახმარებას დაჰპირდა, რის სანაცვლოდაც 6000 აშშ დოლარი მოსთხოვა.

სამართალდამცველებმა აკაკი კარტოზია თბილისში, მის მიერ მოთხოვნილი  თანხის ნაწილის - 3000 აშშ დოლარის აღების დროს დააკავეს.

გამოძიება თაღლითობის მცდელობის ფაქტზე მიმდინარეობს (სისხლის სამართლის კოდექსის 19-180-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქ/პუნქტით, რაც სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთას ვადით 6-დან 9  წლამდე ითვალისწინებს). გამოძიებას შინაგან საქმეთა სამინისტროს ანტიკორუფციული სააგენტო აწარმოებს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
თეთრ სახლში თქვეს, რომ ტრამპი რუტესთან შეხვედრაზე NATO-ს დატოვების შესაძლებლობასაც განიხილავს
ირანი აშშ-ს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების რამდენიმე პუნქტის დარღვევაში ადანაშაულებს
ირანული მედია: თეირანში აფეთქებების ხმა გაისმა
რუსეთის ნავთობიდან შემოსავალმა 2022 წლის შემდეგ მაქსიმუმს მიაღწია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics