2019-11-02 15:22:13, 10435 ნახვა
მსოფლიო
ავღანეთში, ნაღმის აფეთქების შედეგად 9 ბავშვი დაიღუპა
ავღანეთში, ტახარის პროვინციაში, ნაღმის აფეთქებას 9 ბავშვის სიცოცხლე ემსხვერპლა.
აფეთქება იმ დროს მოხდა, როდესაც ბავშვები სკოლაში მიდიოდნენ.
ადგილობრივ პოლიციაში აცხადებენ, რომ ტერიტორია თალიბებმა დანაღმეს.
„ეს ტერიტორია თალიბების კონტროლის ქვეშ იმყოფება და მას შემდეგ, რაც უსაფრთხოების ძალებმა დაიწყეს ადგილის გასუფთავება, ამის საპასუხოდ თალიბებმა ტერიტორია დანაღმეს”, - განუცხადა Reuters-ს პოლიციის სპიკერმა ხალილ ასირმა.
ამერიკის შეერთებული შტატების მიერ თალიბებთან მოლაპარაკებების და კონფლიქტის მოგვარების მცდელობის მიუხედავად, ავღანეთში მიმდინარე ომის მსხვერპლთა რიცხვმა რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია.
ავტორი: ექსპრესნიუსი,