21:40 - 30 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-11-01 18:54:38, 3015 ნახვა

ეკონომიკა
ნათია თურნავა - მოხარული ვარ, რომ ავიაკომპანია „ინდიგოსთან" მოლაპარაკებები წარმატებით დასრულდა

„მოხარული ვარ, რომ წარმატებით დასრულდა მოლაპარაკებები ინდურ ავიაკომპანია „ინდიგოსთან", რომელიც ინდოეთში, კონკრეტულად კი დელიში თბილისიდან პირდაპირ ფრენებს შეასრულებს, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ, მედიასთან საუბრისას განაცხადა.

 

მისივე თქმით, ეს არის დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია, რომელიც ფრენებს შეღავათიან ფასად შეასრულებს.

 

„ეს არის მნიშვნელოვანი შემომატება ჩვენი ბაზრისთვის, ინდოეთი არის ერთ-ერთი პერსპექტიული ბაზარი. საქართველოს მიმართ ინდოეთის მხრიდან ინტერესი სულ უფრო მატულობს, თუმცა ზრდა ჯერ კიდევ არ არის ისეთი მაღალი, როგორიც გვინდა. ამიტომ პირდაპირი მიმოსვლა მოგვცემს საშუალებას მოვხსნათ, ხანგრძლივი ფრენებით შექმნილი პრობლემა. შესაბამისად, უნდა ველოდოთ, რომ ინდოეთიდან ტურისტების ნაკადი ძალიან სწრაფად გაიზრდება", - აღნიშნა ნათია თურნავამ.

 

მისივე თქმით, ტურიზმი იმ სამ ტოპ-დარგშია, რომელსაც დიდი სოციალური პოზიტივი მოაქვს, ვინაიდან ამ სექტორში არა მხოლოდ მსხვილი, არამედ მცირე ბიზნესი და კონკრეტული ოჯახები არიან დასაქმებული საოჯახო სასტუმროების სახით.

 

„აქედან გამომდინარე, ყველაფერს ვაკეთებთ,  რომ თუნდაც, რუსეთიდან შეჩერებული ფრენების შემდეგ, მაქსიმალურად შერბილდეს ეს დარტყმა და მოხდეს მეტი დივერსიფიკაცია. როგორც იცით, უკანასკნელ თვეებში ჩვენი თანადგომით და ძალისხმევით პრაქტიკულად გაორმაგდა აქამდე არსებული პირდაპირი ფრენების რაოდენობა, საუბარია „ვიზეარის" მხრიდან ფრენების რაოდენობის ზრდაზე", ასევე ავიაკომპანია „რაინეარის" შემოყვანაზე. ორივე მათგანი გახლავთ დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია, რომლებიც შეღავათიან ფასად სთავაზობენ ფრენებს როგორც ტურისტებს, ასევე ჩვენს მოქალაქეებს", - აღნიშნა ნათია თურნავამ.

 

ინდური დაბალბიუჯეტიანი  ავიაკომპანია IndiGo (InterGlobe Aviation Limited) დელი-თბილისი-დელის საჰაერო ხაზზე პირველ რეგულარულ რეისს 2020 წლის 5 მარტს შეასრულებს.

2019-2020 წლების ზამთრის სანავიგაციო სეზონის დარჩენილ პერიოდში (სრულდება 28 მარტს) ავიაკომპანია ფრენებს ყოველდღიურად, კვირაში 7 სიხშირით შეასრულებს. ავიარეისები Airbus A320 და A321 ტიპის საჰაერო ხომალდებით განხორციელდება.

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ყველაფერი პოლიციის შესახებ: გდდ-ის ხელმძღვანელმა რომან ქარცივაძემ თანამდებობა დატოვა
რეჟიმის პარლამენტში ფასების კომისიის ბოლო სხდომა გაიმართა, დასკვნა ხვალ გამოქვეყნდება
AI გენერირებული ტროლები დიუშენის სამკურნალო პრეპარატებზე რუსთავი 2-ის და ქალაქის მერის პოზიციებს იწონებენ
მომავლის აკადემია: TV იმედს ComCom-თან ისევ ვუჩივით, მოვითხოვთ პასუხისმგებლობის დაკისრებას
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics