|
2019-11-01 17:04:38, 3134 ნახვა
ეკონომიკა
„ტოიოტა ცენტრმა თეგეტამ“ მომხმარებლებს ახალი Toyota C-HR-ი წარუდგინა
ტოიოტა ცენტრმა თეგეტამ მომხმარებლებს ახალი Toyota C-HR-ი წარუდგინა, C-HR-ის ისტორია 2014 წლის პარიზის ავტოგამოფენიდან იწყება, სადაც ამ ავტომობილის პირველმა კონცეპტუალურმა მოდელმა უაღრესად დადებითი გამოხმაურება დაიმსახურა. სწორედ ამან განაპირობა ის, რომ უკვე 2 წელიწადში ამ მოდელის სერიული წარმოება დაიწყო, თანაც ისე, რომ ქარხნული ვერსია თავდაპირველი კონცეპტისგან დიდად არ შეცვლილა. ამ მოდელით ”ტოიოტამ” ახალი სიტყვა თქვა ავტოდიზაინის სფეროში, რაზეც ავტომობილის სახელიც მიუთითებს - C-HR-ი, ანუ Coupe High Rider, რაც ნიშნავს, რომ ავტომობილის დიზაინი შეიცავს როგორც კუპეს, ასევე ქროსოვერის ელემენტებს. მანქანის ძარის ქვედა ნაწილი წარმოადგენს ქროსოვერს, ხოლო სახურავით თუ ვიმსჯელებთ, ეს მოდელი ცალსახად კუპეა. გარდა ამისა, უკანა კარის ორიგინალურად განლაგებული სახელურები ისეთ შთაბეჭდილებას გიქმნით, თითქოს ამ მოდელს 2 კარი აქვს. ავტომობილზე მუშაობისას იაპონელი დიზაინერების მთავარი ინსპირაცია იყო ბრილიანტი. სწორედ ამიტომ შეინიშნება ბრილიანტის სილუეტი როგორც ავტომობილის ექსტერიერში, ასევე ინტერიერში. ბრილიანტის წახნაგოვანი ფორმები ავტომობილს აგრესიულ და სპორტულ იერს აძლევს. C-HR-ის ექსტერიერის კიდევ ერთი თვალშისაცემი დეტალი მისი დახვეწილი წინა LED DRL ფარებია. იაპონელებმა განსაკუთრებული მონდომებით იმუშავეს ავტომობილის ინტერიერზე. მაჩვენებელთა დაფა, მულტიმედიის ეკრანი და დამატებითი ღილაკები თავისი განლაგებით მძღოლისკენაა ორიენტირებული, რაც იმას ნიშნავს, რომ შეგიძლიათ ყველა ზემოთ ნახსენები ფუნქცია ისე გამოიყენოთ, რომ მაქსიმალურად კონცენტრირებული დარჩეთ ავტომობილის მართვაზე. ამას ემატება თანამედროვე სპორტული სავარძლები, რომლებიც ნებისმიერ სიჩქარეზე თქვენი კომფორტული გადაადგილების გარანტია. გარდა ინტერიერის პრაქტიკული უპირატესობებისა, C-HR-ის სალონში ნახავთ ისეთ დახვეწილ ვიზუალურ დეტალებს, როგორებიცაა ლურჯი კანტი ინსტრუმენტების პანელის მთელ გაყოლებაზე, LED-განათებები და ბრილიანტის ფორმის ჭრილები. ”ტოიოტას” მარკის ნებისმიერი ავტომობილისთვის დამახასიათებელი ღირსებებია: ქალაქის პირობებისთვის საჭირო კომპაქტურობა, თითოეული თქვენგანისთვის მნიშვნელოვანი ეკონომიურობა, სრული ამძრაობის უაღრესად ჭკვიანური სისტემა და ულტრათანამედროვე ტექნიკა, თუმცა ეს არასრული ჩამონათვალია იმ არგუმენტებისა, რის გამოც ახალი Toyota C-HR-ი ერთ-ერთი საუკეთესო არჩევანია თანამედროვე მომხმარებლისთვის. ახალი C-HR-ი აერთიანებს 10 -მდე კომპლექტაციას, სამი სხვადასხვა ძრავითა და მახასიათებლებით, ასევე უამრავ ფერს, რაც გულისხმობს, რომ ეს მოდელი ნებისმიერი გემოვნების ადამიანისთვისაა შექმნილი. თუმცა, თუ რომელიმე თქვენთაგანს ცოტათი კიდევ განსხვავებული გემოვნება აქვს, ამ კუთხითაც გამორჩეულია C-HR-ი და გვაძლევს საშუალებას შევქმნათ კონკრეტულად თქვენთვის მორგებული, ექსკლუზიური დიზაინის მოდელი, როგორებიცაა: C-HR ჩერი ან C-HR ლაიმი. Toyota C-HR-ი წარმოდგენილია როგორც ბენზინის, ასევე ჰიბრიდული ძრავით. თუ თქვენ არჩევანს შეაჩერებთ ჰიბრიდული ძრავის Toyota C-HR-ზე, ტოიოტა ცენტრი თეგეტა გადმოგცემთ „მწვანე ბარათს“, რომლის მეშვეობითაც თქვენ გახდებით ტოიოტას „მწვანე გზის კლუბის“ წევრი, რაც გულისხმობს, რომ ყოველ გავლილ 2 000 კმ-ზე, „აჯამეთის“ ტყე-პარკში თქვენს სახელზე დაირგვება ასწლოვანი მუხა, რომელიც გადაშენების პირასაა. ასევე გადმოგეცემათ გამწვანების ვაუჩერი, რომლის საშუალებითაც შეძლებთ სახლის ან ეზოს გასამწვანებლად შეარჩიოთ სასურველი მცენარე. შემოუერთდით ტოიოტა თეგეტას CSR კამპანიას და ერთად ვიზრუნოთ გარემოზე.
(R)
ყველაფერი პოლიციის შესახებ: გდდ-ის ხელმძღვანელმა რომან ქარცივაძემ თანამდებობა დატოვა
რეჟიმის პარლამენტში ფასების კომისიის ბოლო სხდომა გაიმართა, დასკვნა ხვალ გამოქვეყნდება
AI გენერირებული ტროლები დიუშენის სამკურნალო პრეპარატებზე რუსთავი 2-ის და ქალაქის მერის პოზიციებს იწონებენ
მომავლის აკადემია: TV იმედს ComCom-თან ისევ ვუჩივით, მოვითხოვთ პასუხისმგებლობის დაკისრებას
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)