08:36 - 24 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-11-01 13:57:16, 1908 ნახვა

კომენტარი
რომან გოცირიძე - სინოდმა საეკლესიო გადატრიალებასთან დაკავშირებით მეუფე იაკობის განცხადება ირიბად დაადასტურა

„მეუფე იაკობის განცხადება, რომ ხელისუფლების უმაღლესი თანამდებობის პირები საეკლესიო გადატრიალებას აპირებდნენ, სინოდმა ირიბად დაადასტურა“, - ამის შესახებ ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, რომან გოცირიძემ განაცხადა.

მისი თქმით, გამოძიება დაუყოვნებლივ უნდა დაწყებულიყო, თუმცა ხელისუფლებამ ეს არ გააკეთა, რადგან „თავისი დანაშაულის დაფარვა სურს“.  

„სინოდმა დასაჯა მეუფე იაკობი მისი ბილწსიტყვაობისათვის, არანორმატიული ლექსიკის გამოყენებისათვის, მაგრამ ფაქტობრივად, მან მიიღო ცნობად ის, რაც მან აღიარა, რომ ხელისუფლების უმაღლესი თანამდებობის პირები პრემიერ მინისტრი და ორი მინისტრი, რომლებიც ივანიშვილის გარეშე ნაბიჯს არ დგამენ აპირებდნენ საეკლესიო გადატრიალებას და მასში სასულიერო პირების ჩართვას. ეს ირიბად სინოდმაც დაადასტურა. ამ ფაქტთან დაკავშირებით დაუყონებლივ უნდა დაიწყოს გამოძიება. ხელისუფლებას არ უნდა გამოიძიოს საკუთარი დანაშაული. ფაქტობრივად, ხდება ამ დანაშაულის მიჩუმათების მცდელობა. ამ საქმეზე გამოძიების არ დაწყება ხელისუფლების მხრიდან დანაშაულის აღიარების ტოლფასია და მისი გამოძიება აუცილებლად მოხდება სხვა ხელისუფლების ხელში“, - განაცხადა რომან გოცირიძემ.

შეგახსენებთ, მეუფე იაკობმა რამდენიმე დღის წინ „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა, რომ ხელისუფლების მაღალჩინოსნები მას პატრიარქის, ილია მეორის "გადაყენებაზე ეჩალიჩებოდნენ".





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
The National Interest: ახალი ინიციატივა შესაძლოა ცენტრალურ აზიასა და სამხრეთ კავკასიაში ძალთა ბალანსს შეცვლის
საბერძნეთი შეუერთდა რუსეთის აგრესიის საკითხთან დაკავშირებით სპეციალური ტრიბუნალს
პუტინმა უგულებელყო ტუაფსეში მომხდარი „დიდი ეკოლოგიური კატასტროფა“
ჯუანშერ ბურჭულაძეს 10-წლიანი პატიმრობა მიესაჯა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics