05:39 - 27 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-10-31 19:19:41, 1979 ნახვა

კომენტარი
გიგი უგულავა ეკლესიაში განვითარებულ მოვლენებზე: პრობლემა არა ჰომესექსუალიზმია, არამედ ის, რომ ეკლესია ღვთის სახელით ტაბურეტკით დასდევდა საზოგადოებას

„პრობლემა არა ჰომოსექსუალიზმია, არამედ ის, რომ ეკლესია ღვთის სახელით ტაბურეტკებით დასდევდა ჩვენი საზოგადოების ამ მოწყვლად ჯგუფს. ამ თვალსაზრით ეს არის პრობლემა“. - განაცხადა „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგი უგალავამ წმინდა სინოდზე განვითარებულ მოვლენებზე.

უგალავა აღნიშნავს, რომ თუ კი რამით აშანტაჟებს ქართულ სასულიერო პირებს ეკლესია და „ეფ ეს ბე“, იმ ბრალდებებს შეეხება, რომელიც დღეს სინოდის სხდომაზე მოვისმინეთ.

„აშანტაჟებს ქართულ სასულიერო პირებს რუსული ეკლესია და რუსული „ეფ ეს ბე“, სწორედ ის ბრალდებებია, რომელიც ჩვენ დღეს მოვისმინეთ.“  - განაცხადა უგულავამ.

მისი თქმით, წამოჭრილი პრობლემა კომპლექსურია და უნდა შეიცვალოს დამოკიდებულებები.

„პირველი, სექსუალური ნიშნით ადამიანების დევნა უნდა მორჩეს, რის ავანგარდშიც, სამწუხაროდ ჩვენ ეკლესიის ძალიან დიდ ნაწილს ვხედავდით. მეორე, უნდა გადაისინჯოს ჩვენი ეკლესიის ურთიერთობა რუსეთის ეკლესიასთან და ისევ ვიმეორებ, ის შანტაჟის ენა, რითაც რუსეთის ეკლესია ესაუბრება ჩვენს ეკლესიას, სწორედ ამ თემებს ეხება“. - აღნიშნა გიგი უგულავამ.

მოამზადა ლიკა ბესელიამ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
WSJ: დუბაის სასამართლომ რუსეთიდან საწვავის 700 მილიონი დოლარის გაყიდვები გაყინა
მოსკოვის ციხეში პუტინის კიდევ ერთი კრიტიკოსი რეჟისორი ალექსანდრ კონდრატოვი გარდაიცვალა
AnchorGPC-ის დაბადების დღეზე საქართველოს ბანკის მომხმარებლები სპეციალური შეთავაზებით ისარგებლებენ
ისარგებლე ყოველდღე ქეშბექ შეთავაზებებით საქართველოს ბანკის SUPER ნაკრების ფარგლებში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics