05:40 - 27 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-10-31 18:31:22, 2101 ნახვა

კომენტარი
პრემიერი: პატრიარქი ჩვენი სულიერი სიმბოლოა - მსგავსი თავდასხმები არის შეტევა სახელმწიფოებრიობასა და ეკლესიაზე

„მსგავსი წარმოუდგენელი თავდასხმები საქართველოს პატრიარქზე,  ჩვენს სულიერ სიმბოლოზე, გახლავთ შეტევა ქვეყანაზე, ჩვენს სახელმწიფოებრიობაზე და ეკლესიაზე“, - ამის შესახებ თურქეთის რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტით მყოფმა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ განაცხადა.

მისი თქმით, ადამიანები, რომლებიც საკუთარ ეგოს ვერ თოკავენ, ქვეყნის მომავალს რისკის ქვეშ აყენებენ.

„ადამიანები, რომლებიც ვერ თოკავენ საკუთარ ეგოს, უდიდესი რისკის ქვეშ აყენებენ ჩვენს დღევანდელობასა და ხვალინდელ დღეს. ეს აბსოლუტურად მიუღებელია და დარწმუნებული ვარ, ჩვენი ქვეყნის თითოეული მოქალაქე დღეს იქნება ჩვენი პატრიარქის გვერდით. რა თქმა უნდა, ჩვენ ამასაც მოვერევით, ამასაც გავუძლებთ და აქედანაც უფრო გაძლიერებული გამოვალთ ჩვენი პატრიარქის ლოცვა-კურთხევით“, - აღნიშნა გახარიამ.

 

 

მოამზადა ლიკა ბესელიამ





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
WSJ: დუბაის სასამართლომ რუსეთიდან საწვავის 700 მილიონი დოლარის გაყიდვები გაყინა
მოსკოვის ციხეში პუტინის კიდევ ერთი კრიტიკოსი რეჟისორი ალექსანდრ კონდრატოვი გარდაიცვალა
AnchorGPC-ის დაბადების დღეზე საქართველოს ბანკის მომხმარებლები სპეციალური შეთავაზებით ისარგებლებენ
ისარგებლე ყოველდღე ქეშბექ შეთავაზებებით საქართველოს ბანკის SUPER ნაკრების ფარგლებში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics