|
2019-10-31 16:47:59, 2208 ნახვა
კომენტარი
მეუფე გრიგოლი მეუფე პეტრეზე - როდესაც მღვდელმთავრის განყენება ხდება, მეტი ინფორმაციაა საჭირო
„მე ვწუხვარ ამ გადაწყვეტილების გამო, რადგან ვფიქრობ, რომ ასეთი ტიპის გადაწყვეტილებებს, როდესაც ხდება მღვდელმთავრის განყენება, მეტი ინფორმაციაა საჭირო“, - ასე გამოეხმაურა ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი მეუფე გრიგოლი, მეუფე პეტრეს მღვდელმთავრობიდან გადაყენებას. მისი თქმით, მსგავსი გადაწყვეტილებები მეტ მოსამზადებელ სამუშაოს საჭიროებს. „მე ერთადერთი რამ შემიძლია გითხრათ, რომ იმ ვითარებაში, როდესაც საქართველოს ჰყავს გარე და შიდა მტერი და როდესაც ურთულესი გამოწვევების წინაშე ვიმყოფებით, ეკლესია, ჩვენი არსებული რეალობიდან საკმაოდ მნიშვნელოვანი ინსტიტუციაა და მასზე ბევრი რამ არის დამოკიდებული. სინოდის დადგენილებასთან დაკავშირებით, მეტის თქმა არ შემიძლია. კარგი იქნებოდა, რომ ყოფილიყო უფრო მეტი ინფორმაცია წინდაწინ ამასთან დაკავშირებით, რომ გვემსჯელა და განგვეხილა ყველა მხარე, იმისათვის, რომ ნებით თუ უნებლეთ მტრის წისქვილზე არ დავასხათ წყალი. მე იმედი მაქვს, რომ კარგად იფიქრა სინოდის ყველა წევრმა და დარწმუნებულნი არიან საკუთარი გადაწყვეტილების სისწორეში. მეუფე გრიგოლმა დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმეზე სინოდის შუამდგომლობასთან დაკავშირებითაც გააკეთა კომენტარი. „მე ვფიქრობ, რომ მისასალმებელია წმინდა სინოდის ეს გადაწყვეტილება. ამის შესახებ ადრეც იყო საუბარი და კარგია, რომ სინოდი ჩამოყალიბდა ამ აზრზე. მე იმედი მაქვს, რომ საქართველოს პრეზიდენტი, რომელიც ითვალისწინებს კათოლიკოს პატრიარქისა და ეკლესიის პოზიციას, გაითვალისწინებს ამ შუამდგომლობას და მიიღებს შესაბამის გადაწყვეტილებას“, - აღნიშნა მეუფე გრიგოლმა. ჟურნალისტის კითხვას, მისცემდა თუ არა მეუფე გრიგოლი მეუფე პეტრეს წინააღმდეგ ხმას, ფოთის მიტროპოლიტმა ასე უპასუხა: „მე მოვითხოვდი საკითხის უკეთესად შესწავლას და გაანალიზებას. არასდროს არავის წინააღმდეგ არ მივცემ ხმას. ყოველთვის მომხრე ვარ, რომ სიღრმისეულად მოხდეს საკითხების განხილვა და ჩვენს წინაშე დავაყენოთ უპირველესად ჩვენი საეკლესიო ერთობა, რომელიც სასიცოცხლოდ საჭიროა ისეთი პატარა ქვეყნისთვის, როგორიც საქართველოა“ - განაცხადა მეუფე გრიგოლმა.
მოამზადა ლანა მრავლაძემ
WSJ: დუბაის სასამართლომ რუსეთიდან საწვავის 700 მილიონი დოლარის გაყიდვები გაყინა
მოსკოვის ციხეში პუტინის კიდევ ერთი კრიტიკოსი რეჟისორი ალექსანდრ კონდრატოვი გარდაიცვალა
AnchorGPC-ის დაბადების დღეზე საქართველოს ბანკის მომხმარებლები სპეციალური შეთავაზებით ისარგებლებენ
ისარგებლე ყოველდღე ქეშბექ შეთავაზებებით საქართველოს ბანკის SUPER ნაკრების ფარგლებში
|
რედაქტორის რჩევით
აშშ-ის ბინძური საარჩევნო რბოლა:შეურაცხყოფა და დამცირება, რა ხდება არჩევნებამდე
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა, რომ Starshield-მა 400 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარე აღადგინა.
მელანია ტრამპმა ოლეშკიში რუსეთსა და უკრაინას შორის დროებითი ცეცხლის შეწყვეტას მიაღწია
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)