2019-10-31 14:09:13, 1526 ნახვა
კომენტარი
მეუფე პეტრე: სინოდი დეკანოზ მამალაძეს პრეზიდენტთან უშუამდგომლებს
ჭყონდიდის მიტროპოლიტის, მეუფე პეტრეს ინფორმაციით საპატრიარქო დეკანოზ გიორგი მამალაძეს პრეზიდენტთან უშუამდგომლებს და მის გათავისუფლებას მოითხოვს.
ამის შესახებ მეუფე პეტრემ წმინდა სინოდის სხდომის დატოვების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.
„გიორგი მამალაძის შუამდგომლობა ერთსულოვნად გადაწყდა. სინოდი უშუამდგომლებს მას პრეზიდენტთან, რათა გათავისუფლდეს დეკანოზი“, - აღნიშნა მეუფე პეტრემ.
მოამზადა ლანა მრავლაძემ
ავტორი: ექსპრესნიუსი,