|
2019-10-30 16:46:10, 1732 ნახვა
კომენტარი
ახვლედიანი: არ უნდა დაუშვას არც ერთმა მხარემ, რომ ანაკლიის პროექტი იურიდიულ დავაში გადაიზარდოს
სამ საათიანი მსჯელობის შემდეგ პარლამენტში ანაკლიის პროექტის განხილვა დასრულდა. სხდომაზე "ანაკლიის კონსორციუმის" გენერალურმა დირექტორმა, ლევან ახვლედიანმა დამოუკიდებელ დეპუტატებსა და ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლებს ანაკლიის პროექტთან დაკავშირებით მიმდინარე სამუშაოებზე დეტალური ინფორმაცია მიაწოდა. როგორც მან აღნიშნა მნიშვნელოვანია მათსა და მთავრობას შორის აზრიანი მოლაპარაკება შედგეს და ასევე, მათ საკუთარი მექანიზმიც შესთავაზა. "ანაკლიის პროექტს ჭირდება 620 მილიონი, საიდანაც 400 მილიონი სასესხო სახსრებია, 100 მილიონი საპარტნიორო ფონდის სუბორდინებული სესხი და 120 მილიონი საკუთარი კაპიტალი. გარდა ამისა ბანკს ისევ ბანკების მოთხოვნის გამო ჩვენ ვთავაზობთ შეიქმნას დამატებითი საგარანტიო რესურსი 150 მილიონი დოლარის ფარგლებში, რომელიც საჭიროების შემთხვევაში მიზანმიმართული იქნება ბანკების მიერ ამ 400 მილიონი დოლარის დაფარვაში. იმ შემთხვევაში თუ მოხდება ამ თანხის გამოყენება პროექტის მიერ ათვისებული თანხა დროთა განმავლობაში პროცენტიში კომერციული პირობებით იქნება უკან გასტუმრებული. ეს არის მექანიზმი, რომელსაც ჩვენ მათ ვთავაზობთ." - განაცხადა ახვლედიანმა. ამასთანავე, მან აღნიშნა, რომ არც ერთმა მხარემ არ დაუშვას პროექტის იურიდიულ დავაში გადაზრდა, რადგან ეს ხელს შეუშლის მისი განხორციელების პროცესს. "არ უნდა დაუშვას არც ერთმა მხარემ, რომ ეს პროექტი გადაიზარდოს იურიდიულ დავაში, საერთაშორისო იურიდიულ დავაში. ეს ნიშნავს, რომ პროექტი გაჩერდება გაურკვეველი ვადით და ქვეყნის საინვესტიციო გარემო უაღრესად დაზიანდება. ჩვენ, „ანაკლიის განვითარების კონსორციუმი“ მზად ვართ, გავაკეთოთ ყველაფერი, რათა პროექტი მივიდეს დასასრულამდე“, – განაცხადა ახვლედიანმა.
მოამზადა გიორგი ჩაფიძემ
WSJ: დუბაის სასამართლომ რუსეთიდან საწვავის 700 მილიონი დოლარის გაყიდვები გაყინა
მოსკოვის ციხეში პუტინის კიდევ ერთი კრიტიკოსი რეჟისორი ალექსანდრ კონდრატოვი გარდაიცვალა
AnchorGPC-ის დაბადების დღეზე საქართველოს ბანკის მომხმარებლები სპეციალური შეთავაზებით ისარგებლებენ
ისარგებლე ყოველდღე ქეშბექ შეთავაზებებით საქართველოს ბანკის SUPER ნაკრების ფარგლებში
|
რედაქტორის რჩევით
აშშ-ის ბინძური საარჩევნო რბოლა:შეურაცხყოფა და დამცირება, რა ხდება არჩევნებამდე
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა, რომ Starshield-მა 400 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარე აღადგინა.
მელანია ტრამპმა ოლეშკიში რუსეთსა და უკრაინას შორის დროებითი ცეცხლის შეწყვეტას მიაღწია
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)