10:01 - 24 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-10-30 13:06:47, 925 ნახვა

კომენტარი
გოგიჩაიშვილი ცქიტიშვილზე: ის არის პოლიტიკოსი, მაგრამ სამწუხაროდ თავის ფუნქციას ვერ აცნობიერებს

"ის არის პოლიტიკოსი, მაგრამ სამწუხაროდ ვერ აცნობიერებს თავის ფუნქციას" - ასე შეაფასა პარლამენტის დამოუკიდებელმა დეპუტატმა ინფრასტრუქტურის მინისტრის, მაია ცქიტიშვილის მიერ მათთვის გაგზავნილი უარის წერილი. 

დეპუტატი მიიჩნევს, რომ ვიცე-პრემიერისგან ასეთი საქციელი საკმაოდ არაეთიკურია, რადგან ის ერთ-ერთი მთავარი პოლიტიკური ფიგურაა.

"სამწუხაროდ ხელისუფლებამ გამოხატა უპატივცემულობა იმ მოცემულობაში, როდესაც ძალიან დიდი უმრავლესობა გააჩნია. ჩვენ ინფრასტრუქტურის მინისტრს, ქალბატონ მაია ცქიტიშვილს შევთავაზეთ თავის უმრავლესობასთან ერთად მობრძანებულიყო პარლამნტში დღევანდელი პროექტის განხილვაზე, მაგრამ მისგან მივიღეთ უარის წერილი. ვფიქრობ, ეს არის არაეთიკური და არასაინტერესო, რადგან ვიცე-პრემიერი, რომელიც ერთ-ერთი მთავარი პოლიტიკური ფიგურაა ვერ აცნობიერებს იმ პასუხისმგებლობას, რომელიც მას გააჩნია. დღემდე მას მიაჩნია, რომ ვიღაცამ დაუნიშნა რაღაც სტატუსი და მან უნდა შეასრულოს ის ამოცანა, რაც ეკუთვნის ნებისმიერ დაქირავებულ თანამშრომელს. ის არის პოლიტიკოსი, მაგრამ სამწუხაროდ ვერ აცნობიერებს თავის ფუნქციას. მან არ იცის რა არის ვიცე-პრემიერობა ჩვენს ქვეყანაში. ვფიქრობ, მან შეცდომა დაუშვა, რაც პირველ რიგში საკუთარი ამომრჩევლის წინაშე დაუშვა. დღევანდელ სხდომაზე მისი არ მოსვლა ნიშნავს გაქცევას. თუ მთავრობა გაურბის ყველაფერს, მაშინ ჩვენ ქვეყნის მართვაში კრიზისი გვაქვს", - განაცხადა ლევან გოგიჩაიშვილმა.

 

მოამზადა გიორგი ჩაფიძემ





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
The National Interest: ახალი ინიციატივა შესაძლოა ცენტრალურ აზიასა და სამხრეთ კავკასიაში ძალთა ბალანსს შეცვლის
საბერძნეთი შეუერთდა რუსეთის აგრესიის საკითხთან დაკავშირებით სპეციალური ტრიბუნალს
პუტინმა უგულებელყო ტუაფსეში მომხდარი „დიდი ეკოლოგიური კატასტროფა“
ჯუანშერ ბურჭულაძეს 10-წლიანი პატიმრობა მიესაჯა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics