|
2019-10-29 17:12:07, 1949 ნახვა
კომენტარი
თურნავა: წყალტუბოში, ტურიზმის განვითარებასთან ერთად ათასობით ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნება
„ბიძინა ივანიშვილის ინიციატივა ძალიან მნიშვნელოვანია არა მხოლოდ იმიტომ, რომ საქართველო კიდევ ერთ საერთაშორისო მასშტაბის ტურისტულ ცენტრს შეიძენს აბასთუმნის შემდეგ, არამედ იმიტომაც, რომ აქ, თუნდაც სასტუმროებში, იგეგმება 8,000 -მდე სამუშაო ადგილის შექმნა", - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ განაცხადა. მინისტრი ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილებას ქვემოქმედებად აფასებს. "თუ ვივარაუდებთ, რომ მილიონამდე ტურისტი შეიძლება ჩამოვიდეს (ამას კვლევები გვიჩვენებს), 20,000 ადამიანი დასაქმდება აქ და წარმოიდგინეთ, რამხელა ახალი სიცოცხლეა ეს ყველაფერი დასავლეთ საქართველოსთვის, ასევე მთლიანად ქვეყნისთვის. ბატონმა ბიძინამ ბრძანა, რომ მზადაა, ნებისმიერ დროს გადასცეს ეს ობიექტები ყოველგვარი მოგების მიღების გარეშე კერძო ბიზნესს, ვინც იტვირთავს შესაბამის პასუხისმგებლობას. ეს არის ქველმოქმედება, მაგრამ ამის გარეშე ჩვენ ვერ ავაღორძინებთ წყალტუბოს" - განაცხადა მინისტრმა. კითხვაზე, თუ რა ვადებზეა საუბარი, ნათია თურნავამ ჟურნალისტებს განუმარტა, რომ კონკრეტული ვადები, პირობები თუ ღირებულება არის ის დეტალები, რომლებიც შემდგომში, კომპლექსური დასკვნის დამუშავების პროცესში დაზუსტდება. „მთავარია, რომ ყველაფერი გაკეთდება კანონის შესაბამისად და ისე, რომ სახელმწიფომ მხოლოდ სარგებელი მიიღოს აქედან და მისი ინტერესები არ დაზარალდეს" - განაცხადა მინისტრმა.
(NS)
WSJ: დუბაის სასამართლომ რუსეთიდან საწვავის 700 მილიონი დოლარის გაყიდვები გაყინა
მოსკოვის ციხეში პუტინის კიდევ ერთი კრიტიკოსი რეჟისორი ალექსანდრ კონდრატოვი გარდაიცვალა
AnchorGPC-ის დაბადების დღეზე საქართველოს ბანკის მომხმარებლები სპეციალური შეთავაზებით ისარგებლებენ
ისარგებლე ყოველდღე ქეშბექ შეთავაზებებით საქართველოს ბანკის SUPER ნაკრების ფარგლებში
|
რედაქტორის რჩევით
აშშ-ის ბინძური საარჩევნო რბოლა:შეურაცხყოფა და დამცირება, რა ხდება არჩევნებამდე
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა, რომ Starshield-მა 400 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარე აღადგინა.
მელანია ტრამპმა ოლეშკიში რუსეთსა და უკრაინას შორის დროებითი ცეცხლის შეწყვეტას მიაღწია
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)