|
2015-07-18 11:56:50, 890 ნახვა
სამართალი
წულუკიანი: ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტმა აჩვენა, რომ პრაქტიკაში ხარვეზებია
იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის განცხადებით, საქართველოში ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტმა აჩვენა, რომ პრაქტიკაში ძალიან ბევრი ხარვეზია. ამის შესახებ წულუკიანმა სისხლის სამართლის სისტემის რეფორმის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დაწყებამდე ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც წულუკიანმა აღნიშნა, ნაფიცი მსაჯულების შერჩევის პროცესი უნდა გამარტივდეს. „სისხლის სამართლის საბჭოზე ძალიან ბევრ სტრატეგიულ დოკუმენტს დავამტკიცებთ. ორი მნიშვნელოვანი საკითხი გვექნება განსახილველი, ნაფიცი მსაჯულების ინსტიტუტის რეფორმა, ამ ინსტიტუტმა აჩვენა, რომ საქართველოში, პრაქტიკაში ძალიან ბევრი ხარვეზები არსებობს. გვინდა, რომ შერჩევის წესი იყოს უფრო გამარტივებული. ის ვადები, რაც სისხლის სამართლის კოდექსით არის გათვალისწინებული, იმას კი არ ხმარდებოდეს, რომ ნაფიცი მსაჯულები შეირჩეს და შემდეგ ვერ შეიკრიბოს სასამართლო, არამედ სწრაფი შერჩევა შეიძლებოდეს და პროცესის გამართვა დადგენილ ვადებში სწრაფად შეიძლებოდეს. ასევე, აუცილებელია, რომ ნაფიცი მსაჯულების ვერდიქტი იყოს გასაგები თავად განსასჯელებისთვის. როდესაც განსასჯელი ხდება მსაჯვრდებული, მას უნდა ესმოდეს, რატომ იქნა დამნაშავედ ცნობილი. ჩვენ გვინდა, რომ ვერდიქტი მეორე ინსტანციაში პროფესიონალი მოსამართლეების ხელში საჩივრდებოდეს. რაც შეეხება დაკითხვის წესს, თქვენ იცით, რომ არასრულწლოვნებისთვის უკვე გვაქვს დაკითხვის ახალი წესი შემოტანილი.მას პრაქტიკაში საპილოტე რეჟიმში გამოვცდით, ხოლო სრულწლოვნებისთვის გვინდა, რომ პირველ იანვარს ეს ინსტიტუტი იყოს მოდიფიცირებული",-განაცხადა თეა წულუკიანმა.
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
დუმის არჩევნების შემდეგ მობილიზაციის შესახებ ხმების ფონზე, რუსები საქართველოს საზღვარზე რიგში ჩადგნენ - რუსული მედია
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)