2019-10-28 17:52:23, 2800 ნახვა
ეკონომიკა
დოლარი ხვალ 2.9460 ლარი ეღირება
ლარის კურსი დოლართან მიმართებით გაუფასრდა, ევროსთან კი, მცირედით გამყარდა.
ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსის თანახმად, 1 დოლარი ხვალ 2.9460 ლარი ეღირება, დღეს კი, მისი ფასი 2.9453 ლარია. კურსის ცვლილებამ დოლართან მიმართებაში 0.0007 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება ევროს, 1 ევროს ღირებულება ხვალ 3.2686 ლარი იქნება, დღემდე მოქმედი კურსით კი, მისი ფასი 3.2737 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, კურსის ცვლილებამ ევროსთან მიმართებაში 0.0051 ლარი შეადგინა.
ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან