10:25 - 24 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-10-28 16:29:44, 2325 ნახვა

კომენტარი
ელისო კილაძე კიბერთავდასხმაზე: ეს შესაძლოა რუსული სპეცსამსახურების მიერ განხორციელებული სპეცოპერაცია იყოს

„ეს შესაძლოა იყოს რუსული სპეცსამსახურების მიერ დაგეგმილი და განხორციელებული სპეცოპერაცია, იმიტომ რომ ჩვენ გვაქვს პროდასავლური პოზიცია“, - ამის შესახებ გაზეთ „ქრონიკა პლიუსის“ მთავარმა რედაქტორმა ელისო კილაძემ განხორციელებულ კიბერთავდასხმასთან დაკავშირებით განუცხადა.

მისი თქმით, „ქრონიკა პლიუსმა“ მიიღო აუნაზღაურებელი ზარალი, რადგან 6-წლიანი ისტორია წაიშალა.

„საიტიდან წაშლილია ყველა ტიპის ინფორმაცია, 6 წლის განმავლობაში რაც დავაგროვეთ არც ერთი სტატია აღარ იძებნება და საიტის გახსნისას მიხეილ სააკაშვილის ფოტო ამოფრიალდა. ზარალს რაც შეეხება, პრაქტიკულად წარმოუდგენელი და აუნაზღრაურებელი ზარალი მივიღეთ, იმიტომ რომ ეს არის ჩვენი 6-წლიანი ისტორია. ეს შესაძლოა იყოს რუსული სპეცსამსახურების მიერ დაგეგმილი და განხორციელებული სპეცოპერაცია. იმიტომ, რომ პირველსავე დღიდან მოყოლებული ჩვენ გვაქვს პროდასავლური პოზიცია. ჩვენ ვართ კრიტიკულები და თანაბრად კრიტიკულები, როგორც წინა, ისე მოქმედი ხელისუფლების მისამართით“, - განაცხადა ელისო კილაძემ.ცნობისთვის, რომ კიბერშეტევის მსხვერპლი, რომლის შედეგად პრეზიდენტის ოფიციალურ საიტზე და სხვადასხვა მუნიციპალიტეტის ვებგვერდებე ყოფილი პრეიდენტის გამოსახულება „მე დავბრუნდები“ გამოჩნდა, გაზეთი „ქრონიკა პლუსიც“ გახდა.

აღსანიშნავია, რომ მანამდე საინფორმაციო სამსახურის უფროსმა, წამყვანმა ირაკლი ჩიხლაძემ განაცხადა, რომ „იმედსა“ და „მაესტროზე“ მაუწყებლობა შეჩერდა

შეგახსენებთ, სახელმწიფო უწყებების, სასამართლოების, მედიისა და არასამთავრობოების ვებ-საიტებზე ჰაკერული თავდასხმა მოხდა. მომხდართან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტორმ გამოძიება დაიწყო. 

 

მოამზადა ლანა მრავლაძემ





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
The National Interest: ახალი ინიციატივა შესაძლოა ცენტრალურ აზიასა და სამხრეთ კავკასიაში ძალთა ბალანსს შეცვლის
საბერძნეთი შეუერთდა რუსეთის აგრესიის საკითხთან დაკავშირებით სპეციალური ტრიბუნალს
პუტინმა უგულებელყო ტუაფსეში მომხდარი „დიდი ეკოლოგიური კატასტროფა“
ჯუანშერ ბურჭულაძეს 10-წლიანი პატიმრობა მიესაჯა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics