2019-10-28 12:55:24, 1352 ნახვა
კომენტარი
გოცირიძე: მეუფე იაკობის განცხადებაზე დაუყოვნებლივ უნდა დაიწყოს გამოძიება
„დაუყოვნებლივ უნდა დაიწყოს გამოძიება, უმძიმესი ფაქტებია მოყვანილი“ - ასე ეხმაურება ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავჯდომარე რომან გოცირიძე მეუფე იაკობის მიერ გაკეთებულ განცხადებებს.
გოცირიძეს თქმით, ეპისკოპოსის განცხადებებით პროკურატურა უნდა დაინტერესდეს და გამოძიება უნდა დაიწყოს.
„ის განცხადება თითქოს და ეს ყოფილიყო არაფხიზელ მდგომარეობაში გაკეთებული ,არის სამართლებრივად აბსოლუტური სისულელე. აი, ახლა ვიტყვი მე, რომ უნდა დავამხოთ ეს რვა წლის განმავლობაში საქართველოს დამანგრეველი ხელისუფლება და მოვაწყოთ რევოლუცია, ოღონდ წინასწარ გეუბნებით - ორი ჭიქა არაყი მაქვს დღეს დილით დალეული, ეს იქნება გამამართლებელი საბუთი?! რა თქმა უნდა, ეს არის არასერიოზული განცხადება, ხოლო იქ მოყვანილია უმძიმესი ფაქტები. დაუყოვნებლივ უნდა დაიწყოს გამოძიება“, - აღნიშნა გოცირიძემ.
ამავე თემაზე - მეუფე იაკობის განცხადებები:
მეუფე იაკობი - გახარია, გომელაური, კვირიკაშვილი მეჩალიჩებოდნენ პატრიარქი გადავაყენოთ და შიო დავაყენოთო
მეუფე იაკობი - დეკანოზის გარდა, საქმეში მეუფე პეტრეც იყო ჩართული, მკვლელობას ვგულისხმობ
მეუფე იაკობი ჩინჩალაძეს: თუ რამე ჩემზე ისე დაიწყო, საქართველოში სასამართლოს აღარ დავტოვებ
მეუფე იაკობი: ყველაფერი მაქვს დღევანდელ ხელისუფლებაზე, ასე თუ გააგრძელს ხმებს ვერ მიიღებენ
მეუფე იაკობი: მეუფე პეტრე რუსეთის აგენტია - მაგას აღვუძრავ იმას და ეპისკოპოსობიდან გავუშვებ
მოამზადა ლიკა ბესელიამ
ავტორი: ექსპრესნიუსი,