|
2019-10-28 11:01:45, 3077 ნახვა
ეკონომიკა
თვალაბეიშვილი: ჩვენ მხარს ვუჭერთ მცირე და საშუალო ჰესების განვითარებას ქვეყანაში
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე დავით თვალაბეიშვილმა ოროჰესის მცირე ჰიდროსადგური მოინახულა, რომელიც მიმდინარე წელს შევიდა ექსპლუატაციაში. სადგური დმანისის მუნიციპალიტეტში სოფელ ზემო ოროზმანთან მდებარეობს. მისი დადგმული სიმძლავრეა 1,25 მვტ, წლიური გამომუშავება კი - 6 მლნ კვტსთ ელექტროენერგია. სადგურის მშენებლობაში კომპანიამ "მომავლის ენერგია" 2,2 მლნ აშშ დოლარი განახორციელა. ობიექტზე 5 ადგილობრივი მოსახლეა დასაქმებული. მინისტრის მოადგილე გაეცნო სადგურის მუშაობას, გაესაუბრა იქ დასაქმებულ ადგილობრივ მოსახლეობას, რომელთა გადამზადების პროგრამაც ინვესტორმა კომპანიამ დააფინანსა. გარდა ამისა, კომპანია ასევე უზრუნველყოფს სოფლის ერთ-ერთი ცენტრალური გზის მოვლას, რომლითაც ადგილობრივი მოსახლეობა სარგებლობს მეცხოველეობასა და სხვა საჭიროებებისთვის. ასევე აღინიშნა, რომ ჰიდროსადგური ეკომეგობრულია და მას გარემოზე მინიმალური ზეგავლენა აქვს, რაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია მცირე ჰიდროენერგეტიკის განვითარებისთვის. "ჩვენ მხარს ვუჭერთ მცირე და საშუალო ჰესების განვითარებას ქვეყანაში. ეს იმისთვის გვჭირდება, რომ ვუპასუხოთ ელექტროენერგიის გაზრდილ მოხმარებას. ამ მიმართულებით ეკონომიკის სამინისტრო კომპლექსურ ღონისძიებებს ახორციელებს," - განაცხადა დავით თვალაბეიშვილმა. მინისტრის მოადგილის ინფორმაციით, ერთი კვირის წინ მთავრობამ მიიღო დადგენილება, რომლითაც მომავალი ჰესების ინვესტორებს, თუკი ისინი მთავრობისგან გარანტირებულ ტარიფს არ ითხოვენ, სამშენებლო გარანტიების მოცულობა 10-ჯერ შეუმცირდებათ. "აღნიშნული ცვლილება ხელს შეუწყობს მსგავსი მცირე და საშუალო ჰესების განვითარებას. გარდა ამისა, ბოლო სტადიაშია პარლამენტში განახლებადი ენერგიების კანონპროექტის განხილვა. მისი მიღების შემდეგ, ჩვენ შესაძლებლობა გვექნება, შევუმუშავოთ კონკრეტული მხარდაჭერის მექანიზმები ისეთი პროექტების მიმართ, რომლებიც ითვალისწინებს განახლებადი ენერგიის წყაროების გამოყენებას ენერგეტიკაში. ყველა ამ ღონისძიებით ჩვენ შევძლებთ, დავაჩქაროთ ქვეყანაში ადგილობრივი რესურსების გამოყენებით ელექტროენერგიის გენერაციის განვითარება და წინსვლა," - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე დავით თვალაბეიშვილმა.
(NS)
აშშ-ის არმიის მინისტრმა თანამდებობა ჰეგსეთთან კონფლიქტის გამო დატოვა - CNN
დღეიდან, საგზაო მოძრაობის პირობებში სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციისას წარმოქმნილი ხმაურის დონის შემოწმება, პორტატული მოწყობილობით განხორციელდება
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალის მკვლელობაში ბრალდებული დააკავეს
საქართველოში მყოფ საერთაშორისო სტუდენტებს მოეთხოვებათ ქართული ენის ცოდნის დამტკიცება
|
რედაქტორის რჩევით
რა კავშირები აქვს სომეხ ბიზნესმენს რუსეთთან რომელმაც ბილტმორი და ტერაბანკი იყიდა
გებელსიადა ComCom-ში საბჭოთა ცენზურის დაცვით
ომი უკრაინაში
რუსებმა კიევში, რკინიგზის დეპოზე თავდასხმა განახორციელეს, რის შედეგადაც შვიდი ადამიანი დაიღუპა
რუმინეთის საზღვარზე ორლოვკას ბორნის გადასასვლელი რუსეთის საჰაერო დარტყმის გამო შეჩერდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)