2019-10-27 12:13:59, 8204 ნახვა
მსოფლიო
დაჯგუფება ისლამური სახელმწიფოს ლიდერი, აბუ ბაქრ ალ-ბაღდადი მოკლულია
აშშ-მ ოპერაციის დროს ტერორისტული დაჯგუფება ისლამური სახელმწიფოს გაქცეული ლიდერი, აბუ ბაქრ ალ-ბაღდადი მოკლა.
აბუ ბაქრ ალ-ბაღდადი სირიის პროვინცია იდლიბში იყო ლიკვიდირებული და ამის შესახებ ოფიციალურ განცხადებას დონალდ ტრამპი დღეს გააკეთებს. სპეციალური ბრიფინგი თეთრ სახლში 17:00 საათზეა ჩანიშნული.
ISIS-ის ლიდერი ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი პირია მსოფლიოში. 2011 წელს აშშ-მ ის ოფიციალურად ტერორისტად გამოაცხადა და მის შესახებ ინფორმაციისთვის 10 მილიონი დოლარის ოდენობის ჯილდო დააწესა.
ავტორი: ექსპრესნიუსი,