11:36 - 24 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-10-26 16:48:55, 2129 ნახვა

კომენტარი
„არ ვადასტურებ შეხვედრას და სისულელეებზე ნუ მეკითხებით“ - გახარია მეუფე იაკობის განცხადებას გამოეხმაურა

„ეს ის მეუფეა, რომელიც იძახდა გახარია პრემირი თუ გახდა ჩამოვაგდებო და როგორ გინდათ ამაზე სერიოზული კომენტარი გავაკეთო?“, - ასე გამოეხმაურა საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია მეუფე იაკობის განცხადებას, რომელმაც აღნიშნა, რომ გახარიამ, გიორგი კვირიკაშვილმა და ვახტანგ გომელაურმა პატრიარქის ჩამოშორებაში დახმარება სთხოვეს.

როგორც პრემიერმა აღნიშნა, პატრიარქი საქართველოს წარსულის, დღევანდელი დღის და მომავლის სიმბოლოა.

„ცოტა შოკირებული ვარ. ეს მეუფე ის მეუფეა, რომელიც იძახდა, გახარია პრემიერი თუ გახდა, ჩამოვაგდებო. სერიოზულ კომენტარი თუ გაინტერესებთ, პატრიარქი ბოლო 40 წლის განმავლობაში არის ამ ქვეყნის წარსულის სიმბოლო, დღევანდელი დღის სიმბოლო და მომავლის სიმბოლო. არაერთხელ აღვნიშნე, რომ ეკლესია არის ის შემაერთებელი ძალა, რომელიც ჩვენს სახელმწიფოებრიობას კრავს. თუ რატომ აკეთებს ასეთ განცხადებებს, მეუფეს მიმართეთ. უხერხულ მდგომარეობაში ნუ მაყენებთ. მე კიდევ ერთხელ ვიმეორებ - მსგავსი სისულელეები უკვე საზღვარს გადასცდა. ერთხელ და სამუდამოდ უნდა გამოვიდეთ ამ პოლიტიკური კულტურიდან - მეწაღემ წაღები უნდა შეკეროს, ბანკირმა ბანკს უნდა მიხედოს, მეპურემ პური უნდა გამოაცხოს, მეუფემ ეკლესიაში უნდა იაროს და პოლიტიკას ყველამ თავი უნდა დაანებოს", - განაცხადა გიორგი გახარიამ.

შეგახსენებთ, ბოდბელი ეპისკოპოსი მეუფე იაკობი აცხადებს, რომ ხელისუფლების მაღალჩინოსნები მას პატრიარქის, ილია მეორის "გადაყენებაზე ეჩალიჩებოდნენ".





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
PSP-ს კამპანიის „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება - CLIO Awards-ის 2 ჯილდო მოიპოვა
პოლიციამ ძარცვის, ქურდობისა და კომპიუტერული მონაცემის ხელყოფის ბრალდებით ოთხი არასრულწლოვანი დააკავა
თბილისში, ბინაში უცხო ქვეყნის მოქალაქე მოკლა და მიიმალა - შსს-მ 1 პირი დააკავა
Premium Machinery Armenia ქართულ-სომხური ბიზნესასოციაციის პრეზენტაციაზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics