11:39 - 24 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-10-26 15:36:02, 1943 ნახვა

კომენტარი
წულუკიანი - ჩვენი პრიორიტეტია, არ წამოვეგოთ პროვოკაციებს, მაგრამ ვებრძოლოთ ოკუპაციას

იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი ე.წ. საზღვართან არსებულ ვითარებას ეხმაურება და აცხადებს, რომ რუსეთი საქართველოს წინააღმდეგ მიზანმიმართულ საოკუპაციო პოლიტიკას წლებია აწარმოებს.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, საქართველოს ხელისუფლება ოკუპაციას მშვიდობიან, მაგრამ პრინციპულ პოლიტიკას უპირისპირებს. 

"რუსეთი მრავალი წელია აქტიურია ჩვენი სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ. ახალი ღობეების თუ კონსტრუქციების გავლება ეტაპობრივად, მათი მხრიდან ხან როდის ხდება, ხან როდის. ეს არის მისი მიზანმიმართული საოკუპაციო პოლიტიკის გამოხატულება და პირდაპირი შედეგია, თუნდაც ატოცში ამგვარი საქმიანობის ანტიკანონიერი და ჩვენი კონსტიტუციის საწინააღმდეგო საქმიანობის, ეს შედეგია პირდაპირი თუნდაც 2008 წლის ომის. ჩვენ ოკუპაციას ვუპირისპირებთ მშვიდობიან, მაგრამ პრინციპულ პოლიტიკას. ჩვენი მთავარი პრიორიტეტი არის, რომ არ წამოვეგოთ პროვოკაციებს, ვებრძვით რა ოკუპაციას. არავის აქვს უფლება ამ ქვეყანაში დაგვავიწყდეს, რომ საოკუპაციო ხაზთან, ამ სოფლებში ცხოვრობს მშვიდობიანი მოსახლეობა და მათი უსაფრთხოების უზრუნველყოფა ხდება ჩვენი სამართალდამცავების მხრიდან და გააქტიურებულია ყველა ფორმატი.

რთული პრობლემაა, ტრაგედიაა. ეს არის ყველაზე დიდი ბოროტება ჩვენს ქვეყანაში, რასაც ოკუპაცია ჰქვია, ამიტომაც მოგვეთხოვება მაღალი ხარისხის სერიოზულობა, თანმიმდევრულობა და რაც მთავარია, პასუხისმგებლობა, რომ ერთის მხრივ ვებრძოლოთ ოკუპაციას, სანამ არ მივაღწევთ დეოკუპაციას და ეს გავაკეთოთ ისე, რომ ადგილობრივი მოსახლეობა არ აღმოჩნდეს რაიმე ტიპის რისკის ქვეშ დაყენებული და რაიმე ტიპის პროვოკაციის მსხვერპლი", - განაცხადა თეა წულუკიანმა.





ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
„ეს სასარგებლო იქნება“: ტრამპს პუტინის ნახვა აშშ-ში G20-ის სამიტზე სურს
PSP-ს კამპანიის „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება - CLIO Awards-ის 2 ჯილდო მოიპოვა
პოლიციამ ძარცვის, ქურდობისა და კომპიუტერული მონაცემის ხელყოფის ბრალდებით ოთხი არასრულწლოვანი დააკავა
თბილისში, ბინაში უცხო ქვეყნის მოქალაქე მოკლა და მიიმალა - შსს-მ 1 პირი დააკავა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics