|
2019-10-25 18:29:28, 3282 ნახვა
ეკონომიკა
ნათია თურნავა: ყველაფერს ვაკეთებთ, რომ ჩვენს ქვეყანაში რაც შეიძლება მეტი ახალი საწარმო გაიხსნას
„აწარმოე საქართველოში" სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში კიდევ ერთი ახალი საწარმო გაიხსნა. ქართული ბუნებრივი ქვის გადამამუშავებელი საწარმო „ზოდი+" დღეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ დაათვალიერა. გახსნის ღონისძიებას მინისტრთან ერთად ეკონომიკის სამინისტროს სააგენტოს „აწარმოე საქართველოში" ხელმძღვანელი მიხეილ ხიდურელი ესწრებოდა. „კიდევ ერთი ძალიან კარგი ინიციატივა განხორციელდა „აწარმოე საქართველოში" პროგრამის მხარდაჭერით - კომპანია „ზოდი" 2007 წლიდან არსებობს საქართველოს ბაზარზე და ძალიან ბევრ კარგ საქმეს აკეთებს, წელს უფრო გაფართოვდა და სახელმწიფო პროგრამის დახმარებით კიდევ ერთი საწარმოო ხაზი გახსნა. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საწარმო ამუშავებს მხოლოდ ქართულ, ადგილობრივ ბუნებრივ ქვას, მან ამ თვალსაზრისით ჩაანაცვლა იმპორტი და ემზადება ექსპორტზე გასასვლელად. ხაზგასასმელია ისიც, რომ კომპანია დამატებით ასაქმებს ათეულობით ადამიანს, გარდა იმისა, რომ 200 კაცი უკვე დასაქმებული ყავს", - განაცხადა ნათია თურნავამ. მინისტრის შეფასებით, ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს სწორედ ასეთი ადგილობრივი წარმოების გასაძლიერებლად და მეტი სამუშაო ადგილების შესაქმნელად და ამ მიზანს ემსახურება არაერთი პროექტი, მათ შორის პროგრამა „აწარმოე საქართველოში." „ზოდი" ქართულ ბაზარზე 2007 წლიდან შიდა/გარე კარების და სარემონტო - მოსაპირკეთებელ მასალებს აწარმოებს. კომპანია 5 ფილიალით არის წარმოდგენილი როგორც თბილისში, ასევე რეგიონებში, დასაქმებული ჰყავს 200-მდე ადამიანი და ამ ციფრს ყოველწლიურად ზრდის. 2018 წლიდან, კომპანიამ ახალი პროდუქტის წარმოების დაწყება გადაწყვიტა და იდეა სახელმწიფო პროგრამის „აწარმოე საქართველოში" ფარგლებში განახორციელა. „ზოდის" ახალი საწარმო თბილისში, გურამიშვილის ქ. #188 არის განთავსებული და უახლესი ტექნოლოგიის მანქანა-დანადგარებით არის აღჭურვილი. ამოქმედების პირველ ეტაპზე საწარმოში 20 ადამიანი დასაქმდა, თუმცა, კომპანიის წარმომადგენლების განცხადებით, უახლოეს პერიოდში კიდევ დამატებითი სამუშაო ადგილები შეიქმნება. საწარმოს შესაქმნელად სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში განხორციელებული ინვესტიციის ჯამური მოცულობა 2 მლნ ლარზე მეტს შეადგენს. შპს „ზოდი +" საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს პროგრამის „აწარმოე საქართველოში" ფარგლებში ფინანსური მხარდაჭერით სარგებლობს, რაც იმას ნიშნავს, რომ პირველი 2 წლის განმავლობაში სესხის პროცენტის თანადაფინანსებას სსიპ „აწარმოე საქართველოში" განახორციელებს. 2019 წლის სექტემბრის თვის მონაცემებით, პროგრამის „აწარმოე საქართველოში" მხოლოდ ინდუსტრიული მიმართულების კომპონენტის ფარგლებში, მხარდაჭერილია 329 პროექტი, ხოლო ინვესტიციის ჯამური მოცულობა 719.9 მლნ ლარს აღემატება. აღნიშნული პროექტები ჯამურად 12 340-ზე მეტ სამუშაო ადგილს შექმნის.
(NS)
ყველაფერი პოლიციის შესახებ: გდდ-ის ხელმძღვანელმა რომან ქარცივაძემ თანამდებობა დატოვა
რეჟიმის პარლამენტში ფასების კომისიის ბოლო სხდომა გაიმართა, დასკვნა ხვალ გამოქვეყნდება
AI გენერირებული ტროლები დიუშენის სამკურნალო პრეპარატებზე რუსთავი 2-ის და ქალაქის მერის პოზიციებს იწონებენ
მომავლის აკადემია: TV იმედს ComCom-თან ისევ ვუჩივით, მოვითხოვთ პასუხისმგებლობის დაკისრებას
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)