2019-10-25 17:18:51, 4514 ნახვა
მსოფლიო
რუსეთში ჯარისკაცმა სამხედრო ნაწილში ცეცხლი გახსნა - დაიღუპა 8 ადამიანი
რუსეთში, ტრანსბაიკალის რეგიონში მდებარე სამხედრო ნაწილში, ჯარისკაცმა ცეცხლი გახსნა, რა დროსაც 8 ადამიანი დაიღუპა, - ამის შესახებ "რია ნოვოსტი" იუწყება.
მედია საშუალების ინფორმაციით, ინციდენტის დროს კიდევ 2 ადამიანი დაიჭრა. ჯარისკაცი უკვე დაკავებულია.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ მომხდარის მიზეზი შესაძლოა პირადი მიზეზებისგან გამოწვეული ნერვული აშლილობა გახდა.
ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან