2019-10-25 16:14:15, 4155 ნახვა
მსოფლიო
კალიფორნიის ტყეში ხანძარია: ათასობით ადამიანი ევაკუირებულია
აშშ-ს შტატ კალიფორნიის ტყეში ხანძარია. შტატის ტერიტორიიდან სხვადასხვა ადგილებში დაახლოებით 40,000 ადამიანი იქნა ევაკუირებული.
BBC - ის ცნობით, მაშველები ამ წუთებში ხანძრის ჩაქრობას ცდილობენ, რომელიც კალიფორნიის შტატის დასავლეთ, ჩრდილოეთ და სამხრეთ ნაწილში გავრცელდა.
ხანძრის შეჩერება ძლიერი ქარის გამო შეუძლებელი ხდება, რომელიც კვირის ბოლოს სავარუდოდ სამხრეთ ნაწილში მეტად გაუარესდება.
აღსანიშნავია, რომ გასულ წელს, კალიფორნიაში ხანძრის გამო 100 ადამიანი დაიღუპა.
ლიკა ბესელია
ავტორი: ექსპრესნიუსი,