12:10 - 24 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-10-25 16:08:57, 1357 ნახვა

კომენტარი
ბესელია: თუ ვინმეს უნდა შეუწყდეს იუსტიციის საბჭოში უფლებამოსილება, ეს გვრიტიშვილია

დამოუკიდებელი დეპუტატი ეკა ბესელია იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრის, ანა დოლიძის შესაძლო იმპიჩმენტის საკითხს გამოეხმაურა.

როგორც დეპუტატმა აღნიშნა, უმაღლესი საბჭო არა ანა დოლიძემ, არამედ სერგო მეთოფიშვილმა, დიმიტრი გვრიტიშვილმა და „მათნაირებმა“ უნდა დატოვონ.

„მე პირიქით მივმართავდი იმ კონფერენციას, რომელმაც გვრიტიშვილი დაასახელა იუსტიციის საბჭოს წევრად. თუ ვინმეს უნდა შეუწყდეს საბჭოში უფლებამოსილება, ეს არის გვრიტიშვილი. თუ ვინმეს არ უნდა ჰქონდეს მოსამართლის სტატუსი, მით უფრო თუ ეს არის უვადოდ დანიშნული მოსამართლე, ესეი არიან: გვრიტიშვილი, მეთოფიშვილი და მსგავსი მოსამართლეები. აი, მათი უფლებამოსილების საკითხია ძალიან დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ და სახიფათო იმ მოქალაქეებისთვის, რომლებიც მათ ხელში ხვდებინ. თუ სასამართლო კორპუსი დღემდე ვერ იაზრებს, რამდენად დიდი ზიანი მოაქვთ გვრიტიშვილსა და მსგავს ადამიანებს მათ სანდოობასა და იმიჯისთვის, ეს მართლაც სამწუხაროა. ვერავინ ვერ დააზიანებს, ვერც ანა დოლიძე, ვერც ეკა ბესელია და ვერც სხვა ვერავინ სასამართლოსადმი ნდობის საკითხს ისე, როგორც ამას აკეთებენ ის მოსამართლეები, რომლებიც საკუთარ პროფესიას ძალიან უღირსად წარმოაჩენენ“, - განაცხადა ეკა ბესელიამ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პენცენტრი: ხელისუფლება განსაკუთრებული სისასტიკით უსწორდება ქართველ პოეტს, ზვიად რატიანს
პოეტი ზვიად რატიანი სასჯელს მკაცრი რეჟიმის პირობებში მოიხდის
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
თურქეთის პარლამენტმა 15 წლამდე ასაკის მოზარდებისთვის სოციალურ მედიაზე წვდომა შეზღუდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics