06:58 - 09 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-07-17 17:30:05, 583 ნახვა

სამართალი
ზვიად გამსახურდიას გარდაცვალების ფაქტზე გამოძიება განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს

მთავარი პროკურატურის ინფორმაციით, ზვიად გამსახურდიას გარდაცვალების ფაქტზე გამოძიება განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს.

როგორც პროკურატურაში "ექსპრესნიუსს“ განუცხადეს, შეიქმნა სპეციალური საგამოძიებო ჯგუფი და რამდენიმე თვეა სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება განახლდა.

"საქართველოს მთავარი პროკურატურის საგამოძიებო ნაწილში მიმდინარეობს გამოძიება სისხლის სამართლის საქმეზე ზვიად გამსახურდიას გარდაცვალების ფაქტზე, რომელიც დაკვალიფიცირებულია 1960 წლის სისხლის სამართლის კოდექსის 104-ე მუხლის მესამე პუნქტით, რაც გულისხმობს განზრახ მკვლელობას, რომელიც ჩადენილია დაზარალებულის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით. სისხლის სამართლის საქმის გამოძიება მიმდინარეობს ზვიად გამსახურდიას ოჯახის წევრებთან თანამშრომლობის რეჟიმში, რომელთაც სურვილის შემთხვევაში სრული წვდომა ექნებათ გამოძიების მიერ მოპოვებულ მასალაზე", - აცხადებენ მთავარ პროკურატურაში.

მათივე ინფორმაციით, საგამოძიებო ჯგუფის მიერ საგამოძიებო გეგმის შესაბამისად ინტენსიურად ტარდება საგამოძიებო მოქმედებები. პროკურატურის ცნობით, გამოძიების ამ ეტაპზე თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით დათვალიერებულია შემთხვევის ადგილი, ჩატარებულია სასამართლო-სამედიცინო, ასევე ბიოლოგიური ექსპერტიზები და დაკითხულები არიან მოწმეები.

ამასთან, საზღვარგარეთ გაგზავნილია შუამდგომლობა სამართლებრივი დახმარების შესახებ. ასევე დაგეგმილია ბიოლოგიური, ტრასოლოგიური, ბალისტიკური ექსპერტიზების ჩატარება.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
თეთრ სახლში თქვეს, რომ ტრამპი რუტესთან შეხვედრაზე NATO-ს დატოვების შესაძლებლობასაც განიხილავს
ირანი აშშ-ს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების რამდენიმე პუნქტის დარღვევაში ადანაშაულებს
ირანული მედია: თეირანში აფეთქებების ხმა გაისმა
რუსეთის ნავთობიდან შემოსავალმა 2022 წლის შემდეგ მაქსიმუმს მიაღწია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics