14:53 - 24 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-10-24 14:03:23, 1566 ნახვა

კომენტარი
ბესელია სუმბაევის რუსეთისთვის გადაცემაზე: პირის ექსტრადიცია იმ ქვეყანაში, სადაც მას წამება ელოდება, არ ხდება

პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი ეკა ბესელია ჰაკერის იაროსლავ სუმბაევის რუსული მხარისთვის გადაცემის ფაქტს ეხმაურება.

ბესელიას განცხადებით, პირის გადაცემა იმ ქვეყანაში, სადაც ადამიანის უფლებები ირღვევა და ელოდება არაადამიანური მოპყრობის საფრთხე, ასეთ შემთხვევაში ექსტრადირება არ ხდება.

„პირის ექსტრადიცია იმ ქვეყანაში, სადაც მას ელოდება წამების ან არაადამიანური მოპყრობის საფრთხე, სადაც არ არის გარანტირებული საქმის სამართლიანი განხილვის უფლება - ასეთ შემთხვევაშ ექსტრადირება არ ხდება. რუსეთი, რომ დემოკრატიული ქვეყანა არ არის, რუსეთში, რომ ადამიანის უფლებები ირღვევა და ეს საფრთხეები არსებობს მგონია, რომ არ არის სადაო, ამიტომ დანარჩენი კონკრეტული გარემოებების გათვალისწინებით, უნდა გადაწყვიტოს ქართულმა მხარემ, მაგრამ ისე უნდა გადაწყვიტოს, რომ არ დაარღვიოს საერთაშორისო სტანდარტის პრინციპები", - განაცხადა ბესელიამ. 

ცნობისთვის, საქართველომ ჰაკერი იაროსლავ სუმბაევი რუსულ მხარეს გადასცა. მოგვიანებით ფაქტს იუტიციის მინისტრი თეა წულუკიანი გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ სტრასბურგმა ექსტრადიციის შეჩერებაზე უარი თქვა.

 

მოამზადა ლიკა ბესელიამ





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ოპოზიციის ალიანსი: დიუშენის შემთხვევამ ცხადყო, რამდენად მოშლილია სახელმწიფო ინსტიტუცია
სასამართლომ ირაკლი კობახიძის წინააღმდეგ მზია ამაღლობელის სარჩელზე საქმის წარმოება შეწყვიტა
პენიტენციური: რატიანის კომუნიკაცია სხვა მსჯავრდებულებთან შესაძლოა, გარკვეულ რისკს შეიცავდეს
ლევან ხაბეიშვილის ოპოზიციას მიმართავს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics