12:24 - 01 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-10-24 13:55:51, 1409 ნახვა

ეკონომიკა
გაგუა: მსოფლიო ბანკის რეიტინგით შეფასებულია ბიზნესგარემო და ქვეყნების სწრაფვა ეკონომიკური რეფორმებისადმი

მსოფლიო ბანკის რეიტინგით შეფასებულია ბიზნესგარემო და ქვეყნების სწრაფვა ეკონომიკური რეფორმებისადმი, - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრის მოადგილემ  მსოფლიო ბანკის ბიზნესის კეთების სიმარტივის 2020 წლის რეიტინგში საქართველოს მიერ მიღწეული შედეგების შეფასებისას განაცხადა.

მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ერთ-ერთ ყველაზე ავტორიტეტულ რეიტინგში საქართველო კვლავ მსოფლიოს წამყვან ათეულშია.  

„წელს საქართველომ რეკორდულად მაღალი ქულა -  83.7 მიიღო რეიტინგში,  რაც ისტორიული მაქსიმუმია ჩვენი ქვეყნისთვის. ეს ჩვენი რეფორმების კიდევ ერთი აღიარების მაჩვენებელია. მსოფლიო ბანკის „ბიზნესის კეთების სიმარტივის რეიტინგში" ძალიან პოზიტიურად აღინიშნა რამდენიმე მიმართულება. მაგალითად: გადასახადების გადახდის  მაჩვენებლით, საქართველომ მნიშვნელოვნად წინ წაიწია, ასევე გაუმჯობესდა პოზიცია  მშენებლობის ნებართვების გაცემის მიმართულებით. აღნიშნული მიღწევები ჩვენთვის მნიშვნელოვანი მოტივაციაა, განვახორციელოთ შემდგომი რეფორმები  და ქვეყანამ კიდევ უფრო მეტად წაიწიოს  წინ რეიტინგში. ჩვენ დაგეგმილი გვაქვს ძალიან მნიშვნელოვანი რეფორმები, რომელთა ინიცირება უახლოეს პერიოდში მოხდება",  - განაცხადა ფინანსთა მინისტრის მოადგილემ ნიკოლოზ გაგუამ.

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
აშშ-ის არმიის მინისტრმა თანამდებობა ჰეგსეთთან კონფლიქტის გამო დატოვა - CNN
დღეიდან, საგზაო მოძრაობის პირობებში სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციისას წარმოქმნილი ხმაურის დონის შემოწმება, პორტატული მოწყობილობით განხორციელდება
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალის მკვლელობაში ბრალდებული დააკავეს
საქართველოში მყოფ საერთაშორისო სტუდენტებს მოეთხოვებათ ქართული ენის ცოდნის დამტკიცება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics