22:59 - 30 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-10-24 12:49:07, 1469 ნახვა

ეკონომიკა
ბიზნესის დაწყების სიმარტივით საქართველო 190 ქვეყანას შორის მე-7 ადგილზეა

ბიზნესის დაწყების სიმარტივით საქართველოს წელს ისტორიულად საუკეთესო მაჩვენებელი აქვს. ამას ადასტურებს მსოფლიო ბანკისა და საერთაშორისო კორპორაციის (IFC) კვლევა, რომელიც დღეს გამოქვეყნდა. 

ახალი კვლევის თანახმად, საქართველო კვლავ ინარჩუნებს ადგილს საუკეთესო ათეულში. ქვეყნის სარეიტინგო ქულა 0.42 პუნქტით გაუმჯობესდა და ის მსოფლიოს 190 ქვეყანას შორის მე-7 ადგილზეა. ამ შედეგებით საქართველო უსწრებს ისეთ ქვეყნებს, როგორიცაა: დიდი ბრიტანეთი, ნორვეგია, შვედეთი, საფრანგეთი, შვეიცარია,  ნიდერლანდები, ბელგია და სხვ. ერთადერთი ქვეყანა, რომლის რეიტინგიც შარშანდელთან შედარებით საქართველოზე მეტად გაუმჯობესდა, ამერიკის შეერთებული შტატებია.

საუკეთესო მონაცემი ქვეყანას ბიზნესის დაწყების ინდიკატორის მიხედვით აქვს, რის შედეგადაც კვლავ ინარჩუნებს მეორე ადგილს.  ამ კუთხით წლევანდელი მონაცემი განსაკუთრებულია − ქვეყანა ყველაზე მეტად დაუახლოვდა იდეალურ მაჩვენებელს, გაზარდა სარეიტინგო ქულა და მაქსიმალური ასი ქულიდან 99,6 ქულა მიიღო. ამასთან, წელს პირველად მიიღო საუკეთესო შეფასება − მხოლოდ ერთი პროცედურა და ერთი დღეა საჭირო ბიზნესის დასაწყებად, რაც მსოფლიოს 190 სახელმწიფოდან მხოლოდ ორ ქვეყანაში - ახალ ზელანდიასა და საქართველოშია შესაძლებელი.

გაუმჯობესებაა ქონების რეგისტრაციის ინდიკატორის მიხედვითაც. სარეიტინგო ქულა 0,04 პუნქტით გაიზარდა და მან 92,9 შეადგინა. ამ მონაცემით საქართველო სტაბილურად ინარჩუნებს ადგილს პირველ ხუთეულში.

საქართველომ სარეიტინგო ქულა გააუმჯობესა გადახდისუუნარობის მართვის მაჩვენებელშიც. შარშანდელი მონაცემი − 56.03 ქულა 56.2-მდე გაიზარდა, რაც ნიშნავს იმას, რომ მოიმატა კრედიტორთა მოთხოვნის სრული და დროული დაკმაყოფილების მაჩვენებელმა, შემცირდა საქმეთა წარმოების ვადა, გაიზარდა რეაბილიტაციის რეჟიმში მოვალეების რიცხვი. 

აღსანიშნავია, რომ საქართველოს საუკეთესო მაჩვენებლები აქვს ქონების რეგისტრაციის ინდიკატორის ორი კრიტერიუმის − პროცედურის რაოდენობის და დროის  − მიხედვით.

საქართველოს მთავრობამ უკვე განახორციელა და კვლავ აგრძელებს რეფორმებს, რომლებიც კიდევ უფრო გააუმჯობესებს საქართველოს პოზიციას მსოფლიო ბანკის მომდევნო წლების რეიტინგში. დაგეგმილია ფართომასშტაბიანი რეფორმები გადახდისუუნარობის კანონმდებლობის რეფორმის მიმართულებით.

ამასთან, საქართველოს იუსტიციის სამინისტრო, აღსრულების ეროვნული ბიუროს ჩართულობით, ასრულებს მუშაობას ახალ სააღსრულებო კოდექსზე, რომელიც მთლიანად შეცვლის სააღსრულებო სისტემას და ქვეყანა შერეული მოდელიდან ერთიან სააღსრულებო სისტემაზე გადავა, აღმასრულებლის საქმიანობის მონიტორინგს კი, აღმასრულებელთა პალატა გაუწევს.

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რუსეთში ნავთობის გადამუშავება 17 წლიან მინიმუმამდე დაეცა
ყველაფერი პოლიციის შესახებ: გდდ-ის ხელმძღვანელმა რომან ქარცივაძემ თანამდებობა დატოვა
რეჟიმის პარლამენტში ფასების კომისიის ბოლო სხდომა გაიმართა, დასკვნა ხვალ გამოქვეყნდება
AI გენერირებული ტროლები დიუშენის სამკურნალო პრეპარატებზე რუსთავი 2-ის და ქალაქის მერის პოზიციებს იწონებენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics