|
2019-10-23 11:16:56, 1051 ნახვა
ეკონომიკა
თურნავა: ინფრასტრუქტურული პროექტები უნდა გავხადოთ ეკონომიკურად და ფინანსურად სიცოცხლისუნარიანი და მდგრადი
„ინფრასტრუქტურული ტიპის პროექტები საჭიროებს უზარმაზარ ფინანსურ რესურსებს და გრძელვადიან ინვესტიციებს და რასაკვირველია ეს ყველაფერი უნდა გავხადოთ ეკონომიკურად და ფინანსურად სიცოცხლისუნარიანი და მდგრადი" - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ აბრეშუმის გზის ფორუმის მიმდინარეობისას განაცხადა. მინისტრის განცხადებით, საჭიროა ჩატარდეს ფინანსური, კომერციული და საინჟინრო კვლევები ინფრასტრუქტურულ პროექტებთან დაკავშირებით. ნათია თურნავას თქმით, კერძო საჯარო პარტნიორობის შესახებ კანონი, რომელიც საქართველომ 2017 წელს მიიღო საშუალებას იძლევა ბიზნესი შეფასდეს სათანადოდ და არსებობდეს რისკების გაზიარების მექანიზმი, რაც მინისტრის შეფასებით, მეტი ფონდების მოზიდვის შესაძლებლობას იძლევა ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის. „საჭიროა ჩავატაროთ ფინანსური, კომერციული კვლევები პროექტთან დაკავშირებით, ასევე ტექნიკური და საინჟინრო კვლევები, ვინაიდან უმეტესობა ამ პროექტების ძალიან რთულია საინჟინრო თვალსაზრისით. კვლევები შეიძლება ჩატარდეს, თუმცა გარანტია იმისა რომ პროექტი იქნება 100%-ით მდგრადი არ არსებობს. ჩვენ გვაქვს კანონი კერძო საჯარო პარტნიორობის შესახებ, რომელიც ძალაში 2017 წელს შევიდა, რაც საშუალებას იძლევა კერძო ბიზნესი შეფასდეს სათანადოდ და რისკის გაზიარების მექანიზმი არსებობდეს. აღნიშნული საშუალებას აძლევს კერძო ბიზნეს შემოაბიჯონ ასეთი ტიპის პროექტებში, ამით უფრო მეტი ფონდები იქნება ხელმისაწვდომი ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის." - აღნიშნა მინისტრმა. ინფრასტრუქტურული პროექტების მდგრადობაზე საუბრისას, ნათია თურნავამ გარემოს დაცვის კომპონენტზეც გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ ქვეყანა ყოველთვის ამახვილებს ყურადღებას ეკოლოგიურად სუფთა ტექნიკურ გადაწყვეტილებების მიღების გზებზე. „თუ განვიხილავთ გარემოს მდგრადობის და კლიმატური ცვლილების კუთხით, ეკონომიკის და მდგრადი განვითარების სამინიტრო ყურადღებას ამახვილებს მდგრად განვითარებაზე, ჩვენ ყოველთვის გვაქვს დღის წესრიგში ეს საკითხები, ყოველთვის ყურადღებას ვამახვილებთ ეკოლოგიურად სუფთა ტექნიკურ გადაწყვეტილების მიღების გზებზე. ასევე ისეთი ტრანსპორტის შექმნაზე როგორიცაა მაგალითად დ რკინიგზა და მგზავრთა ტრანსპორტირება სარკინიგზო ტრანსპორტით. ჩვენ ტურისტული ქვეყანა ვართ და აუცილებელია შევინარჩუნოთ და დავიცვათ ჩვენი ბუნება", - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.
(NS)
უკრაინის პროტესტის შემდეგ, ისრაელმა რუსეთიდან მოპარული მარცვლეულის მიღებაზე უარი თქვა
რუსეთში ნავთობის გადამუშავება 17 წლიან მინიმუმამდე დაეცა
ყველაფერი პოლიციის შესახებ: გდდ-ის ხელმძღვანელმა რომან ქარცივაძემ თანამდებობა დატოვა
რეჟიმის პარლამენტში ფასების კომისიის ბოლო სხდომა გაიმართა, დასკვნა ხვალ გამოქვეყნდება
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)