|
2019-10-22 16:28:17, 1676 ნახვა
ეკონომიკა
„თბილისის აბრეშუმის გზის“ ფარგლებში ნათია თურნავა უკრაინის ინფრასტრუქტურის მინისტრს შეხვდა
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა უკრაინის ინფრასტრუქტურის მინისტრის ვლადისლავ კრიკლის შეხვდა. შეხვედრა „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის" ფარგლებში გაიმართა. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე აკაკი საღირაშვილი და საქართველოს სამოქალაქო ავიაციის ხელმძღვანელი ლევან კარანაძე. როგორც შეხვედრაზე ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ აღნიშნა, ქვეყნის სატრანზიტო პოტენციალის გაძლიერება საქართველოს მთავრობის პრიორიტეტია. შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს ისეთი საკითხი,როგორიც ორ ქვეყანას შორის სატვირთო გადაზიდვების, მათ შორის საბორნე და ფიდერული მომსახურების განვითარებაა. აღნიშნა, რომ ქართული მხარე გამოხატავს მზადყოფნას ამ მხრივ მჭიდრო თანამშრომლობისთვის. ნათია თურნავამ და ვლადისლავ კრიკლიმ ასევე ისაუბრეს ტურიზმის და სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის შესახებ. „ საქართველოსა და უკრაინას შორის ათწლეულების განმავლობაში მჭიდრო და მეგობრული ურთიერთობები განსაკუთრებით ხაზგასასმელია. უკრაინა საქართველოს ერთ-ერთი მთავარი პარტნიორია და ამ ქვეყნის მონაწილეობა „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმში" მნიშვნელოვანი და მისასალმებელია", - აღნიშნა ნათია თურნავამ შეხვედრის დასრულების შემდეგ. 2018 წელს უკრაინა საქართველოს რიგით მეხუთე სავაჭრო პარტნიორი იყო. მიმდინარე წლის პირველ ორ კვარტალში უკრაინიდან ინვესტიციებმა 1,17 მლნ. დოლარი შეადგინა. აღსანიშნავია, რომ ბოლო წლებში უკრაინაში ქართული პროდუქციის ექსპორტი ზრდის ტენდენციით ხასიათდება. 2018 წელს საქართველოდან უკრაინაში ექსპორტი 41%-ით გაიზარდა. ასევე ზრდით გამოირჩევა ტურიზმის სექტორი - მიმდინარე წლის სექტემბრის ჩათვლით, 17%-ით გაიზარდა უკრაინელ ვიზიტორთა რაოდენობა.
(NS)
აშშ-ის არმიის მინისტრმა თანამდებობა ჰეგსეთთან კონფლიქტის გამო დატოვა - CNN
დღეიდან, საგზაო მოძრაობის პირობებში სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციისას წარმოქმნილი ხმაურის დონის შემოწმება, პორტატული მოწყობილობით განხორციელდება
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალის მკვლელობაში ბრალდებული დააკავეს
საქართველოში მყოფ საერთაშორისო სტუდენტებს მოეთხოვებათ ქართული ენის ცოდნის დამტკიცება
|
რედაქტორის რჩევით
რა კავშირები აქვს სომეხ ბიზნესმენს რუსეთთან რომელმაც ბილტმორი და ტერაბანკი იყიდა
გებელსიადა ComCom-ში საბჭოთა ცენზურის დაცვით
ომი უკრაინაში
რუსებმა კიევში, რკინიგზის დეპოზე თავდასხმა განახორციელეს, რის შედეგადაც შვიდი ადამიანი დაიღუპა
რუმინეთის საზღვარზე ორლოვკას ბორნის გადასასვლელი რუსეთის საჰაერო დარტყმის გამო შეჩერდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)