13:51 - 24 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-10-22 14:20:05, 2011 ნახვა

კომენტარი
ბოკერია მიქაუტაძეს - 2 რეკომენდატორის წარდგენა არის თქვენივე ორგანოს დადგენილი წესის ფეხებზე დაკიდება

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიგა ბოკერიამ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატს, გიორგი მიქაუტაძეს რეკომენდატორების რაოდენობასთან დაკავშირებით კითხვები დაუსვა.

კერძოდ, ბოკერია დაინტერესდა, რატომ წარმოადგინა მიქაუტაძემ მხოლოდ ორი რეკომენდატორი, როდესაც დადგენილი წესის მიხედვით, სამი უნდა წარედგინა.

"საბჭომ დაადგინა, რომ უნდა ყოფილიყო სამი რეკომენდატორი. მე არ ვიძახი, სწორი იყო ეს, ორი იყო სწორი, ხუთი თუ შვიდი, დაადგინა სამის წესი. თქვენ ეს წესი დაარღვიეთ და მხოლოდ ორი რეკომენდატორი წარმოადგინეთ, ახლა მითხარით, რატომ მოიქეცით ასე", - ჰკითხა ბოკერიამ მიქაუტაძეს.

მიქაუტაძემ ბოკერიას უპასუხა, რომ მოთხოვნებს ორგანული კანონი ადგენს, სადაც რეკომენდატორებზე არაფერი წერია. ამის პასუხად ბოკერიამ აღნიშნა, რომ ეს დადგენილი წესის ფეხებზე დაკიდებაა.

"ანუ ფეხებზე დაიკიდეთ. ჩემი გაგებით, ეს არის ფეხებზე დაკიდება თქვენივე ორგანოს მიერ დადგენილი წესის",- განაცახდა ბოკერიამ.

ცნობისთვის, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის პროცესის ფარგლებში დღეს, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივნის, გიორგი მიქაუტაძის მოსმენა მიმდინარეობს.

 

მოამზადა გიორგი ჩაფიძემ





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პენიტენციური: რატიანის კომუნიკაცია სხვა მსჯავრდებულებთან შესაძლოა, გარკვეულ რისკს შეიცავდეს
ლევან ხაბეიშვილის ოპოზიციას მიმართავს
ბიზნესმენი რესან ქიქავა: ბიზნესმენს წაერთვა აზრის გამოხატვის თავისუფლება
პენცენტრი: ხელისუფლება განსაკუთრებული სისასტიკით უსწორდება ქართველ პოეტს, ზვიად რატიანს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics