|
2019-10-22 13:57:08, 1684 ნახვა
კომენტარი
რუბინი: მივესალმები საქართველოს მთავრობის ინიციატივას გააღრმაოს განათლების რეფორმა, გაზარდოს სამუშაო ძალის უნარები
„აბრეშუმის გზის ფორუმის" გახსნითი პანელის - „ერთად საერთო მომავლისკენ: სტაბილური და მდგრადი ზრდის მოდელები" ფარგლებში, ნიუ იორკის სტერნის ბიზნეს-სკოლის ეკონომიკის პროფესორმა ნურიელ რუბინმა დადებითად შეაფასა ის სატრანსპორტო და ეკონომიკური პროექტები, რომლებიც რეგიონში მიმდინარეობს და ამ კონტექსტში საქართველოს როლზე გაამახვილა ყურადღება. „ქვეყნებს შორის, რეგიონებს შორის, ევროპასა და აზიას შორის ურთიერთდაკავშირებულობა ძალზე მნიშვნელოვანია, რათა მივიღოთ ეკონომიკური ზრდა ქვეყანასა და რეგიონში. არსებობს მთელი რიგი ინიციატივები უფრო მეტი ინვესტიციებისთვის, ინფრასტრუქტურებისთვის რკინიგზასა და პორტებში, მათ შორის ერთი სარტყელის ინიციატივა, აბრეშუმის გზის ინიციატივა, ეს ქვეყანა ხდება მნიშვნელოვანი ლოგისტიკური ჰაბი", - განაცხადა რუბინმა. ღინისძიების მოდერატორმა ასევე ისაუბრა საქართველოს პოტენციალზე ენერგეტიკის მიმართულებით და აღნიშნა, რომ ქვეყანას ძალიან ბევრი შეუძლია გააკეთოს სუფთა ენერგეტიკის სექტორში. „ქვეყანას ძალიან ბევრი შეუძლია გააკეთოს სუფთა ენერგეტიკის მიმართულებით, ჰიდროელექტროსადგურების, ქარის და მზის ელექტროსადგურების მიმართულებით" - აღნიშნა რუბინმა. პროფესორმა განათლების სფეროში რეფორმების განხორციელების მნიშვნელობაზეც გაამახვილა ყურადღება და დადებითად შეაფასა საქართველოს მთავრობის მიერ მიმდინარე რეფორმები ამ მიმართულებით. „გაკვეთილი რამდენიმე ათწლეულისა გახლავთ ადამიანური კაპიტალი, რომელიც არანაკლებ მნიშვნელოვანია ვიდრე ინფრასტრუქტურული კაპიტალი, ზოგიერთ ქვეყანაში ფაქტიურად არ გააჩნიათ ბუნებრივი რესურსები, მაგალითად კორეას, იაპონიას, იზრაელს, სინგაპურს, და ისინი მაღალი შემოსავლების ქვეყნები გახდნენ იმით, რომ ინვესტიციას ახდენენ საკუთარ ხალხში, უნარებში, განათლებაში, ამიტომ მივესალმები საქართველოს მთავრობის ინიციატივას, გააღრმაოს განათლების რეფორმა, გაზარდოს სამუშაო ძალის უნარები, რათა მოხდეს ციფრული და გლობალური ეკონომიკის გადარჩენა", - განაცხადა ნიუ იორკის სტერნის ბიზნეს სკოლის ეკონომიკის პროფესორმა. საქართველოზე საუბრისას, რუბინმა ერთ-ერთ გამოწვევად სამუშაო ძალის სახით ქალთა ნაკლები ჩართულობა დაასახელა. როგორც გამომსვლელმა აღნიშნა, სამუშაო ბაზრის გაუმჯობესების კუთხით ბევრი რამ კეთდება და პროდუქტიულობის ზრდისთვის მნიშვნელოვანია ქალთა მეტი ჩართვა სამუშაო ძალაში და პროფესიული განათლების გაღრმავება. ნურიელ რუბინმა აღნიშნა, რომ საქართველომ გააუმჯობესა მართვის კომპონენტი და ბიზნესის დაფუძნება ქვეყანაში მარტივია. შეხვედრის მოდერატორი ამ კუთხით მიმდინარე საკანონმდებლო ცვლილებებს და ძირითად გამოწვევებსაც შეეხო: „კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება გახლავთ მართვაში გაუმჯობესება, საქართველოში ძალიან მარტივია კომპანიის შექმნა და მთავრობას აქვს გადაწყვეტილება მიიღოს გაკოტრების კანონი, ასევე საჭიროა სასამართლო რეფორმის გამყარება უფრო მეტი გამჭვირვალობისთვის და ანგარიშგებისთვის.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსებმა ოდესაში საცხოვრებელი სახლები დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 15 დაშავდა
რუსებმა დნეპრის ცენტრში მაღალსართულიან შენობა დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)