2019-10-22 12:52:38, 2862 ნახვა
მსოფლიო
კანადის საპარლამენტო არჩევნებში ჯასტინ ტრიუდოს პარტია იმარჯვებს [ვიდეო]
კანადის საპარლამენტო არჩევნებში პრემიერ-მინისტრ ჯასტინ ტრიუდოს „ლიბერალური პარტია“ იმარჯვებს, - ამის შესახებ BBC იუწყება.
მედია საშუალების ინფორმაციით, მიუხედავად იმისა, რომ ტრუდოს პარტიამ ხმების საკმარისი რაოდენობა მოიპოვა, მან საკანონმდებლო ორგანოში უმრავლესობა ვერ შეინარჩუნო.
მედიის ცნობით, ამ დროისთვის პრემიერის პარტიას 338-ადგილიან პარლამენტში 156 მანდატი აქვს. მეორე ადგილზე "კონსერვატიული პარტია" გადის , რომელსაც ჯერჯერობით 121 ადგილი აქვს. ახალი დემოკრატიული პარტიას კი 24.
ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან