|
2019-10-22 12:34:27, 1062 ნახვა
ეკონომიკა
რუბინი: აბრეშუმის გზის ინიციატივა და მიმდინარე რეფორმები რეგიონის ქვეყნებს ეკონომიკურ წარმატებამდე მიიყვანს
თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში ამ წუთებში რიგით მე-3 „აბრეშუმის გზის ფორუმი" მიმდინარეობს. ღონისძიების გახსნით პანელს - „ერთად საერთო მომავლისკენ: სტაბილური და მდგრადი ზრდის მოდელები" მოდერაციას უწევს ნიუ იორკის სტერნის ბიზნეს-სკოლის ეკონომიკის პროფესორი ნურიელ რუბინი. თავის გამოსვლაში ნურიელ რუბინმა ყურადღება გაამახვილა ეკონომიკური ზრდისა და ვაჭრობის კუთხით მსოფლიო მასშტაბით მიმდინარე ტენდენციებზე და ქვეყნების შემდგომი ეკონომიკური განვითარებისთვის გლობალიზაციის, ინოვაციების და ინკლუზიური ეკონომიკის მნიშვნელობაზე ისაუბრა. საჭიროა პოლიტიკა, რომელიც ავითარებს სტარტაპებს და მცირე და საშუალო საწარმოებს, რაც ეკონომიკური ზრდის მთავარი მიმართულებაა. ჩვენ უნდა გავიაზროთ, რომ თუ საერთაშორისო ზრდა არ გავხადეთ ინკლუზიური, უფრო მდგრადი, აღნიშნული უკუსვლა გაგრძელდება, საჭიროა მეტი ინტეგრაცია, მეტი გლობალიზაცია, მეტი ეკონომიკური და სავაჭრო კავშირები, რომელიც ახალ თაობას მისცემს გადარჩენის და წარმატების ინსტრუმენტს გლობალურ ციფრულ ეკონომიკაში" - აღნიშნა ნიუ იორკის სტერნის ბიზნეს სკოლის ეკონომიკის პროფესორმა. გახსნითი პანელის ფარგლებში, რუბინმა დადებითად შეაფასა აბრეშუმის გზის ინიციატივა და ის ეკონომიკური რეფორმები, რომელიც რეგიონში მიმდინარეობს. „ეკონომიკური რეფორმების მიმართულება, რომელსაც ქვეყნები ახორციელებენ ამ რეგიონში და აბრეშუმის გზის ინიციატივა მათ მიიყვანს ეკონომიკურ წარმატებამდე როგორც ამ რეგიონში, ასევე გლობალური მასშტაბით" - განაცხადა ნურიელ რუბინმა. ნურიელ რუბინის განცხადებით, ბოლო 40 წლის განმავლობაში იმ ქვეყნებმა, რომლებმაც გლობალურ ეკონომიკაში ინტეგრირება მოახდინეს, წარმატებას მიაღწიეს, ვინც ეს ვერ შეძლო, ის ქვეყნები ჩამორჩებიან ჩინეთს, საქართველოს და სხვა წარმატებულ ქვეყნებს, რომლებმაც ვაჭრობისა და კერძო სექტორის განვითარების მიმართულებით დიდი ნაბიჯი გადადგეს.
(NS)
აშშ-ის არმიის მინისტრმა თანამდებობა ჰეგსეთთან კონფლიქტის გამო დატოვა - CNN
დღეიდან, საგზაო მოძრაობის პირობებში სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციისას წარმოქმნილი ხმაურის დონის შემოწმება, პორტატული მოწყობილობით განხორციელდება
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალის მკვლელობაში ბრალდებული დააკავეს
საქართველოში მყოფ საერთაშორისო სტუდენტებს მოეთხოვებათ ქართული ენის ცოდნის დამტკიცება
|
რედაქტორის რჩევით
რა კავშირები აქვს სომეხ ბიზნესმენს რუსეთთან რომელმაც ბილტმორი და ტერაბანკი იყიდა
გებელსიადა ComCom-ში საბჭოთა ცენზურის დაცვით
ომი უკრაინაში
რუსებმა კიევში, რკინიგზის დეპოზე თავდასხმა განახორციელეს, რის შედეგადაც შვიდი ადამიანი დაიღუპა
რუმინეთის საზღვარზე ორლოვკას ბორნის გადასასვლელი რუსეთის საჰაერო დარტყმის გამო შეჩერდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)