|
2019-10-22 11:43:44, 1817 ნახვა
კომენტარი
გახარია: საქართველოს აღვიქვამთ, როგორც კარიბჭეს, არა მხოლოდ კავკასიის, არამედ შუა აზიის და ევროპის ბაზრებზე წვდომისთვის
"საერთაშორისო ვაჭრობის ხელშეწყობა წარმოადგენს ეკონომიკის განვითარებისკენ გადადგმულ მნიშვნელოვან ნაბიჯს", - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ, „აბრეშუმის გზის ფორუმზე" სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. პრემიერის განცხადებით, მნიშვნელოვანია, რეგიონში არსებული მულტინაციონალური მოთამაშეებისთვის სტაბილური, პროგნოზირებადი და მიმზიდველი გარემოს შექმნა, არასატარიფო ბარიერების მოხსნა, საზღვრის კვეთის და სხვა ადმინისტრაციული პროცედურების შემსუბუქება. „ბიზნესი არის ეკონომიკური ზრდის ძირითადი მამოძრავებელი ძალა და მთავრობების მიერ განხორციელებული სავაჭრო რეფორმების საბოლოო ბენეფიციარი. შედარებით მცირე ადმინისტრაციული, ლოგისტიკური და სატრანსპორტო ბარიერები, გამარტივებული და ჰარმონიზებული სავაჭრო პროცესები ხელს უწყობს ქვეყნებს შორის ვაჭრობის გაძლიერებას, ხაზგასასმელია, რომ ამ მხრივ საქართველო მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ლიბერალური სავაჭრო პოლიტიკის გამტარებელია, იმპორტირებული საქონლის 80%-ზე მეტი 0%-იანი იმპორტის გადასახადით იბეგრება. გამარტივებული საბაჟო პროცედურები და მინიმალურია არასატარიფო ბარიერები. საქართველო, როგორც მხოლოდ 3.7 მილიონიანი სამომხმარებლო ბაზარი, შესაძლოა ვინმემ მიიჩნიოს არა მიმზიდველად. თუმცა, თუ შევხედავთ საქართველოს, როგორც რეგიონულ ჰაბს, მნიშვნელოვან განსხვავებას მივიღებთ. ჩვენ საქართველოს აღვიქვამთ და ვუყურებთ, როგორც კარიბჭეს, არა მხოლოდ კავკასიის, არამედ შუა აზიის, შემდგომ ევროპის და უფრო მსხვილ დასავლეთ და აღმოსავლეთ ბაზრებზე წვდომისთვის. ხელსაყრელ საინვესტიციო გარემოსთან ერთად, საქართველოში თქვენ დაგხვდებათ საინვესტიციო პრეფერენციები, რომლებიც გაძლეთ საშუალებას, 2.3 მილიარდიან სამომხმარებლო ბაზრებზე წვდომისთვის. სამომხმარებლო ბაზრების ძირითადი ინფრასტრუქტურა იმ თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებებით, რომელიც დღეს საქართველოს უკვე აქვს: ეს არის, როგორც მოგახსენეთ, ჩინეთის რესპუბლიკასთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ხელშეკრულება, ეს არის ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ხელშეკრულება. ეს არის დსთ-ს ქვეყნებთან თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება, ასევე, თურქეთთან, უკრაინასთან. ასევე, ხაზგასმით მინდა აღვნიშნო ის მოლაპარაკებები, რომლებიც დღეს მიმდინარეობს თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ინდოეთთან და ისრაელთან. შესაბამისად, საქართველოს თავისი სტრატეგიული მდებარეობით ევროპასა და აზიას შორის, კარგად განვითარებული სატრანსპორტო და საბაჟო ინფრასტრუქტურით, ბიზნესზე მორგებული პოლიტიკით, ძლიერი რეგიონული და რეგიონს გარე სავაჭრო ურთიერთობებით, საქართველოს აქვს უზარმაზარი პოტენციალი, გახდეს ჰაბი და როგორც ისტორიულად, დღესაც განაგრძოს შეასრულოს მნიშვნელოვანი როლი აღმოსავლეთს და დასავლეთს შორის ვაჭრობის ხელშესაწყობად, - განაცხადა გიორგი გახარიამ. პრემიერ-მინისტრის განცხადებით, საერთაშორისო ვაჭრობის განვითარებისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანი კომპონენტია სატრანსპორტო ქსელები და ინფრასტრუქტურა. „დღევანდელ სამყაროში, აზიასა და ევროპას შორის ახალი სატრანსპორტო დერეფნების განვითარება არამარტო შესაძლებლობა, არამედ აუცილებლობაცაა, საერთაშორისო ვაჭრობის ხელშეწყობისთვის. აღსანიშნავია, რომ ბოლო წლების განმავლობაში მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა საქართველოს სატრანზიტო და ლოგისტიკური ფუნქციების კიდევ უფრო გაძლიერებისათვის როგორც ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების, ისე საკანონმდებლო ბაზის დახვეწისა და საერთაშორისო სატრანსპორტო სისტემებში ინტეგრაციის თვალსაზრისით. ამ საკითხში, საქართველო დღეს წარმოადგენს სანდო და მყარ პარტნიორს. საქართველო ევროპა-კავკასია-აზიის სატრანსპორტო დერეფნის - ტრასეკას წევრია მისი დაარსების დღიდან. ამასთან, 2016 წელს შევუერთდით ცენტრალური აზიის რეგიონული ეკონომიკური თანამშრომლობის (CAREC) პროგრამას და მას შემდეგ, აქტიურად ვთანამშრომლობთ წევრ ქვეყნებთან. აზიისა და ევროპის უმოკლესი გზით დასაკავშირებლად, საქართველო ასევე ჩართულია სხვადასხვა ინიციატივაში ახალი სატრანსპორტო მარშრუტების განვითარების მიზნით, როგორიცაა შუა დერეფანი, ლაპის ლაზული და სხვა", - განაცხადა გიორგი გახარიამ.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსებმა ოდესაში საცხოვრებელი სახლები დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 15 დაშავდა
რუსებმა დნეპრის ცენტრში მაღალსართულიან შენობა დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)