13:53 - 24 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-10-22 10:32:05, 1234 ნახვა

კომენტარი
ანაკლიის კონსორციუმის დირექტორი: მზად ვართ, პარლამენტში მივიდეთ და პროექტის მნიშვნელობაზე ვისაუბროთ

"ანაკლიის განვითარების კონსორციუმის" გენერალური დირექტორი ლევან ახვლედიანი პარლამენტში მისვლას და დეპუტატებთან შეხვედრას არ გამორიცხავს. 

როგორც ახვლედიანმა აღნიშნა, ანაკლიის პორტის პროექტზე საუბარს "აბრეშუმის გზის ფორუმზეც" აპირებს. 

"ვაპირებთ შეხვედრას სხვადასხვა სტუმართან, ვაპირებთ ჩვენი გეგმების გაცნობას, პროექტის შესახებ ინფორმაციის მიწოდებას. არის დაბრკოლებები, რომელიც ერთობლივი ძალებით უნდა გადავლახოთ ჩვენ და მთავრობამ. მარტო კონსორციუმი ამას ვერ გააკეთებს. აქედან გამომდინარე ჩვენ გვინდა, რომ გადავიდეთ სამუშაო რეჟიმზე, ამისთვის ხორციელდება გარკვეული ნაბიჯები. მზად ვართ მივიდეთ პარლამენტში, ღიად ვისაუბროთ პროექტის შესახებ, მის მნიშვნელობაზე", - აცხადებს ლევან ახვლედიანი.





ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
პენიტენციური: რატიანის კომუნიკაცია სხვა მსჯავრდებულებთან შესაძლოა, გარკვეულ რისკს შეიცავდეს
ლევან ხაბეიშვილის ოპოზიციას მიმართავს
ბიზნესმენი რესან ქიქავა: ბიზნესმენს წაერთვა აზრის გამოხატვის თავისუფლება
პენცენტრი: ხელისუფლება განსაკუთრებული სისასტიკით უსწორდება ქართველ პოეტს, ზვიად რატიანს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics