2019-10-21 17:42:42, 2143 ნახვა
ეკონომიკა
დოლარი ხვალ 2.9701 ლარი ეღირება
ლარის კურსი დოლართან მიმართებით მცირედით გამყარდა, ევროსთან კი, ისევ გაუფასურდა.
ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსის თანახმად, 1 დოლარი ხვალ 2.9701 ლარი ეღირება, დღეს კი, მისი ფასი 2.9718 ლარია. კურსის ცვლილებამ დოლართან მიმართებაში 0.0017 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება ევროს, 1 ევროს ღირებულება ხვალ 3.3158 ლარი იქნება, დღემდე მოქმედი კურსით კი, მისი ფასი 3.3088 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, კურსის ცვლილებამ ევროსთან მიმართებაში 0.0070 ლარი შეადგინა.
ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან