16:29 - 24 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-10-19 13:52:24, 3166 ნახვა

კომენტარი
„საქმე ეხებოდა სხვადასხვა თანხებს“ - გიორგი გაბუნიას გამოკითხვა დასრულდა

ტელეწამყვან გიორგი გაბუნიას გამოკითხვა გენერალურ პროკურატურაში დასრულდა. 

როგორც გაბუნიამ უწყებიდან გამოსვლის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, მას გაუთქმელობის შეთანხმებაზე ხელი მოაწერინეს. 

„ახალს ვერაფერს ვერ ვიტყვი. არის პირველ რიგში მცდელობა იმის, რომ „მთავარი არხის“ გენერალური დირექტორის დაპატიმრება მოხდეს, რაც შთაბეჭდილება მრჩება, რომ არ გამოუვათ. რომ გითხრათ, ჩემს მიერ მიწოდებულმა ინფორმაციამ რაიმე რადიკალური ცვლილება შეიძლება შეიტანოს ამ საქმეში, ნამდვილად არა. მეორე, რა თქმა უნდა, გვარამიას დაჭერა რომც ვერ მოხერხდეს, ეს „მთავარი არხისთვის“ ხელის შეშლაა. ვინაიდან ვამბობ, რომ ნიკა გვარამიას დაჭერისკენ მიჰყავთ საქმე, ლოგიკურად შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ნიკა გვარამიაც ფიგურირებდა დღეს. საქმე ეხებოდა სხვადასხვა თანხებს“, - განაცხადა გიორგი გაბუნიამ.

ჟურნალისტის კითხვაზე, კიდევ მოუწევს თუ არა მას გამოკითხვაზე მისვლა, ტელეწამყვანმა აღნიშნა, რომ მას აღარ მოუწევს პროკურატურაში მისვლა, რადგან ეს ერთჯერადი გასაუბრება იყო.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
„საზოგადოება იწყებს დაღლას.“ პუტინის რეიტინგი საპენსიო რეფორმის შემდეგ მკვეთრად დაეცა.
საააპელაციო სასამართლომ საბა ჯიქიას გამამტყუნებელი განაჩენი ძალაში დატოვა
DRI: კრიტიკული მედიისთვის სახელმწიფო საგადასახადო ინსტრუმენტს შერჩევითად იყენებს
ოპოზიციის ალიანსი: დიუშენის შემთხვევამ ცხადყო, რამდენად მოშლილია სახელმწიფო ინსტიტუცია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics