|
2019-10-19 13:06:43, 3162 ნახვა
კომენტარი
თურნავა: მაქსიმალური სიფრთხილე გამოვიჩინოთ - მივცეთ უფლება გაზგამანაწილებელს, მოწყობილობები შეამოწმოს
„ჩვენ გავამკაცრეთ კანონმდებლობა და წესები, მაგრამ თუ მოსახლეობა არ გვეთანამშრომლა, ასეთი შემთხვევების პრევენცია რთული იქნება“, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ, გურამიშვილზე მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით განაცხადა. მინისტრმა მოსახლეობას მოუწოდა, მაქსიმალური სიფრთხილე გამოიჩინონ და გაზგამანაწილებელ კომპანიებს მოწყობილობების შემოწმების უფლება მისცენ. „მთლიანობაში მინდა ვთქვა, რომ ჩვენ გავამკაცრეთ კანონმდებლობა და წესები, გაზგამანაწილებელი კომპანიები აკეთებენ გეგმიურ შემოვლას და ამოწმებენ ქალაქებში და სოფლად მოსახლეობას, ყველგან სადაც არის გაზის მოწყობილობები. ხდება ჩაჭრა, ისეთი გაზის მოწყობილობების, რომლებიც არის წესების დარღვევით დამონტაჟებული. თუ მოსახლეობა არ გვეთანამშრომლა და გაგებით არ მოეკიდა, რთული იქნება ასეთი შემთხვევების პრევენცია. მინდა მოვუწოდო ჩვენს მოქალაქეებს, დადგა უკვე გათბობის სეზონი და მაქსიმალური სიფრთხილე გამოვიჩინოთ. აუცილებლად მივცეთ უფლება გაზგამანაწილებელ კომპანიებს შემოვიდნენ, შეამოწმონ ეს მოწყობილობები, თუ აუცილებელი გახდა გამორთვა და თუ მიიღეს რეკომენდაცია, რომ შეცვალონ, არ მიააერთონ თვითნებურად, იმიტომ რომ აქ საუბარი არის თითოეულის ჯანმრთელობაზე, სიცოცხლეზე და მათ არც საკუთარ თავს უნდა შეუქმნან საქმე და არც მეზობლებს. ჩვენ გამკაცრების თვალსაზრისით სავალდებულო წესით შემოგვაქვს დეტექტორების დამონტაჟება და ეს შეეხება, როგორც ახალ მშენებლობებს, ასევე არსებულ ძველ შენობებსაც. ყველგან უნდა არსებობდეს გაზის დეტექტორი, რომელიც შეგვატყობინებს, რომ ჰაერში არის გაზის ზედმეტი რაოდენობა და დაგვიცავს.“-განაცხადა ნათია თურნავამ.
WSJ: დუბაის სასამართლომ რუსეთიდან საწვავის 700 მილიონი დოლარის გაყიდვები გაყინა
მოსკოვის ციხეში პუტინის კიდევ ერთი კრიტიკოსი რეჟისორი ალექსანდრ კონდრატოვი გარდაიცვალა
AnchorGPC-ის დაბადების დღეზე საქართველოს ბანკის მომხმარებლები სპეციალური შეთავაზებით ისარგებლებენ
ისარგებლე ყოველდღე ქეშბექ შეთავაზებებით საქართველოს ბანკის SUPER ნაკრების ფარგლებში
|
რედაქტორის რჩევით
აშშ-ის ბინძური საარჩევნო რბოლა:შეურაცხყოფა და დამცირება, რა ხდება არჩევნებამდე
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა, რომ Starshield-მა 400 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარე აღადგინა.
მელანია ტრამპმა ოლეშკიში რუსეთსა და უკრაინას შორის დროებითი ცეცხლის შეწყვეტას მიაღწია
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)