15:35 - 24 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-10-19 12:28:18, 969 ნახვა

კომენტარი
გახარია - განათლების სისტემური რეფორმა ერთ ან ორ წელიწადში ხელშესახებ შედეგს მოგვცემს

განათლების სისტემური რეფორმა არ არის ის რეფორმა, რომელიც ერთ ან ორ წელიწადში ხელშესახებ შედეგს მოგვცემს, თუმცა ერთმნიშვნელოვნად ყველას უნდა გვესმოდეს, რომ ჩვენ უნდა ვგრძნობდეთ და ვხედავდეთ ყოველდღიურ პროგრესს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ გორში, პედაგგებტან შეხვედრისას განაცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, არ არის შემთხვევითი, რომ მან რეგიონებში გასვლა შიდა ქართლით, სწორედ პედაგოგებთან შეხვედრით დაიწყო.

„არ არის შემთხვევითი ის, რომ რეგიონებში გასვლას ვიწყებთ შიდა ქართლით, გორით და რა თქმა უნდა არ არის შემთხვევითი, რომ გორში პირველ შეხვედრას ვიწყებთ პედაგოგებთან და ზოგადად, საგანმანათლებლო სექტორთან. ამას თავისი ახსნა აქვს. მე სასიამოვნოდ გაკვირვებული ვიყავი, როდესაც ვნახე, როგორი წარმატებული მონაცემები გაქვთ გორში, განსაკუთრებით საშუალო განათლების ნაწილში, რამდენი მედალოსანი და წარმატებული ახალგაზრდა გყავთ. პირველ რიგში, ეს თქვენი დამსახურებაა", - განაცხადა გიორგი გახარიამ.

პრემიერ-მინისტრის თქმით, განათლება არის ქვეყნის სისტემური პრობლემა, რომლის გადასაწყვეტადაც დაიწყო განათლების სისტემის რეფორმა. მთავრობის მეთაურის განცხადებით,   აღნიშნული რეფორმა გაგრძელდება და ბოლომდე იქნება მიყვანილი.

„ძალიან კარგად გვესმის, რომ განათლება არის ჩვენი სისტემური პრობლემა, რომლის გადასაწყვეტადაც იყო დაწყებული განათლების სისტემური რეფორმა. მე არ მინდა ზედმეტი სიტყვები ვთქვა იმაზე, რომ ჩვენ ამ რეფორმას გავაგრძელებთ და მივიყვანთ ბოლომდე - რა თქმა უნდა ეს ასე იქნება. ისიც ძალიან კარგად გვესმის, რომ განათლების სისტემური რეფორმა არ არის ის რეფორმა, რომელიც ერთ ან ორ წელიწადში ხელშესახებ შედეგს მოგვცემს, თუმცა ერთმნიშვნელოვნად ყველას უნდა გვესმოდეს, რომ ჩვენ უნდა ვგრძნობდეთ და ვხედავდეთ ყოველდღიურ პროგრესს. ყოველდღიურ პროგრესს როგორც ჩვენი პედაგოგების, სოციალური პირობების, მათი კომპეტენციის, მათი გარემოს გაუმჯობესების, ასევე ჩვენი მოსწავლეებისა და სტუდენტების მაღალი მიღწევების თვალსაზრისით. ჩვენ ყველას კარგად გვესმის, რომ ის ჩავარდნა, რომელიც ბოლო 30 წლის განმავლობაში ფუნდამენტური მეცნიერების განვითარებაში ჩვენ გვაქვს, არის გადასალახი. ამისთვის არის მიმართული ყველა ის ქმედება, რასაც მთავრობა განახორციელებს. აქაც მთავრობა თავის პასუხისმგებლობას სრულად იაზრებს", - განაცხადა გიორგი გახარიამ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
DRI: კრიტიკული მედიისთვის სახელმწიფო საგადასახადო ინსტრუმენტს შერჩევითად იყენებს
ოპოზიციის ალიანსი: დიუშენის შემთხვევამ ცხადყო, რამდენად მოშლილია სახელმწიფო ინსტიტუცია
სასამართლომ ირაკლი კობახიძის წინააღმდეგ მზია ამაღლობელის სარჩელზე საქმის წარმოება შეწყვიტა
პენიტენციური: რატიანის კომუნიკაცია სხვა მსჯავრდებულებთან შესაძლოა, გარკვეულ რისკს შეიცავდეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics