23:35 - 18 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-10-19 12:22:53, 4571 ნახვა

რეგიონი
შუახევში სახალხო ზეიმისთვის ემზადებიან

შუახევში სახალხო ზეიმისთვის ემზადებიან. ღონისძიების მთავარი ეპიცენტრი სტადიონის მიმდებარე ტერიტორიაა. ღონისძიება, რომელიც უკვე ტრადიციად იქცა, წელს განსხვავებული ფორმატით იმართებაა.

სახალხო დღესასწაული ,,შუახევობა“ , რეგიონალურ ფოლკლორულ ფესტივალს ,,ფუძეობას“ მასპინძლობს, რომლის ძირითადი გზავნილია ტრადიციების შენარჩუნება, შუახევიდან წასული შუახეველების ფუძეზე დაბრუნება, ტურიზმისა და კულტურის განვითარების ხელშეწყობა.

ღონისძიების ფარგლებში მთელი დღის განმავლობაში დაგეგმილია სხვადასხვა სახის აქტივობები:

ღია ცის ქვეშ წარმოდგენილი იქნება დეკორატიული აჭარული კუთხეები და ტრადიციული სამზარეულო;

მოეწყობა სამეწარმეო მარკეტი, ადგილობრივი წარმოებული პროდუქტებისა და სოფლის მეურნეობის ნობათის გამოფენა-გაყიდვა, აჭარული კერძების დაგემოვნება - რძის ნაწარმი, ბორანო, სინორი, ხავიწი, კაიმაღი, აჭარული დაწნილი ყველი, ყურუთი და სხვა,

წარმოდგენილი იქნება ეთნოგრაფიული ნიმუშების, ყოფითი და სამეურნეო ტრადიციებიას ამსახველი ვიზუალური მასალა. გაიმართება ფოლკლორული კონცერტი, სპორტული აქტივობები, ბარაბან და ბერიკების შოუ.

 მთავარი - საპატიო შუახეველების დაჯილდოება! და დასკვნითი კონცერტი - ჩვენი ქვეყნის წამყვანი ვარსკვლავების მონაწილეობით.


 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სარჯველაძე დიუშენის სინდრომის ბავშვების მშობლებზე ამბობს, რომ მათი ოჯახის წევრების ემოციებით პოლიტიკური დივიდენდების მოპოვებას ცდილობენ
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების მშობლები მთავრობის ადმინისტრაციასთან უწყვეტ პროტესტს იწყებენ
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
მეუღლის არასრულწლოვანი შვილების გაუპატიურებაში ბრალდებული სტუ-ს თანამშრომელი იყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics