15:35 - 24 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-10-18 17:56:46, 1386 ნახვა

კომენტარი
ოხანაშვილი თადუმაძის დიპლომზე - თუ დამატებითი საბუთი იქნება საჭირო, განათლების ხარისხის ცენტრს მივმართავთ

"ყველაფერი უკვე კომიკურ სიტუაციას იძენს, რადგან ვინ სწავლობდა, რამდენი სწავლობდა, კურსელები და ა.შ. ის საკითხებია, რომელთა გაშარჟებაც არ შეიძლება", - ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა გენერალური პროკურორის შალვა თდუმაძის დიპლომთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, პროგრამა, რომლითაც შალვა თადუმაძე სწავლობდა სახელმწიფოს მიერ აღიარებულია.

"განათლების ხარისხის ცენტრის ინფორმაციაზე დაყრდნობით, ბატონი თადუმაძის დიპლომთან დაკავშირებით ჩვენ განვაცხადეთ, რომ ის პროგრამა სადაც ბატონი შალვა სწავლობდა სახელმწიფოს მიერ აღიარებული იყო. შესაბამისად, ის ვინც აღნიშნული პროგრამა დაამთავრა სახელმწიფოს მიერ აღიარებული პროგრამა ნასწავლი აქვს. აქედან გამომდინარე, ამ პროგრამის ნამდვილობა დასტურდება. თუ კიდევ არის დამატებითი საბუთი ამის დასამტკიცებლად, ჩვენ მივმართავთ განათლების ხარისხის ცენტრს და დამატებით ინფორმაციას მოვითხოვთ. ამ საკითხთან დაკავშირებით დამატებითი შეკითხვების დასმა არარელევანტურად მიმაჩნია. ეს ყველაფერი უკვე კომიკურ სიტუაციას იძენს, რადგან ვინ სწავლობდა, რამდენი სწავლობდა, კურსელები და ა.შ. ის საკითხებია, რომელთა გაშარჟებაც არ შეიძლება. ვინაიდან, აქ უნდა დაისვას საკითხი ფუნქციონირებდა თუ არა ინსტიტუტი და ჰქონდა თუ არა მას აკრედიტაცია, რაც უკვე დადასტურდა. თუ რაიმე საკითხი ეჭვქვეშ დადგება, ჩვენ ამაზე გავაგზავნით შეკითხვას და პასუხსაც მივიღებთ" - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
DRI: კრიტიკული მედიისთვის სახელმწიფო საგადასახადო ინსტრუმენტს შერჩევითად იყენებს
ოპოზიციის ალიანსი: დიუშენის შემთხვევამ ცხადყო, რამდენად მოშლილია სახელმწიფო ინსტიტუცია
სასამართლომ ირაკლი კობახიძის წინააღმდეგ მზია ამაღლობელის სარჩელზე საქმის წარმოება შეწყვიტა
პენიტენციური: რატიანის კომუნიკაცია სხვა მსჯავრდებულებთან შესაძლოა, გარკვეულ რისკს შეიცავდეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics