09:15 - 23 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-10-18 11:07:14, 3902 ნახვა

მსოფლიო
ჩავუშოღლუ: სირიაში ანტიტერორისტული ოპერაციის შეჩერება ცეცხლის შეწყვეტას არ ნიშნავს

სირიაში თურქეთის ანტიტერორისტული ოპერაციის შეჩერება, ცეცხლის შეწყვეტას არ ნიშნავს, - ამის შესახებ თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ განაცხადა. ინფორმაციას Anadolu ავრცელებს. 

როგორც ჩავუშოღუმ განმარტა, ოფიციალური ანკარა ჩრდილოეთ სირიაში ოპერაციას მხოლოდ მას შემდეგ დაასრულებს, რაც ტერორისტები უსაფრთხოების ზონას დატოვებენ.

"ჩვენ (აშშ და თურქეთი) შევთანხმდით ქურთების სახალხო დაცვის (YPG) შეიარაღების შეგროვებასა და მათი პოზიციების განადგურებაზე. გარდა ამისა, ამერიკამ სანქციები უნდა გააუქმოს", - დასძინა საგარეო საქმეთა მინისტრმა. 

ცნობისთვის, გუშინ ანკარაში თურქეთის პრეზიდენტი რეჯეპ ტაიფ ერდოღანი ამერიკის ვიცე-პრეზიდენტსა და სახელმწიფო მდივანს შეხვდა. შეხვედრის დასრულების შემდეგ მაიკ პენსიმ განაცხადა, რომ თურქეთი სირიაში სამხედრო ოპერაციას დროებით შეწყვეტს

შეგახსენებთ, თურქეთმა სირიაში ჯარი 9 ოქტომბერს შეიყვანა და ქურთების წინააღმდეგ სამხედრო მოქმედებები დაიწყო. აღნიშნული ფაქტი ევროკავშირმა დაგმო. ევროგაერთიანების წევრმა ქვეყნებმა თურქეთის პრეზიდენტს ჯარის გაყვანისკენ მოუწოდეს. პარალელურად ამერიკამ საკუთარი ჯარები ქვეყნიდან გაიყვანა. 

 





ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
ტრამპის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები რამდენიმე ქვეყნის მოთხოვნის საფუძველზე შეამსუბუქა
ტრამპმა შეადგინა ნატოს „ურჩი“ ქვეყნების სია, რომლებიც ვაშინგტონის სურვილით, დაისჯებიან
საქართველო „ღია მმართველობის პარტნიორობიდან “ (OGP) გარიცხეს
გავარმიას ინფორმაციით, ბერა ივანიშვილის და კახი კალაძის სამეგობროს ჩხუბის შემდეგ, ივანიშვილის მეგობრები სუს-მა დააკავა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics