09:08 - 27 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-10-17 16:27:39, 1705 ნახვა

კომენტარი
კობახიძე: პარლამენტის თავჯდომარისთვის და პრეზიდენტისთვის 4 წლით დაცვის დატოვება ზედმეტია

პარლამენტის ყოფილი თავჯდომარე ირაკლი კობახიძე სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შეფასებას ეხმაურება, რომ ყოფილ პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს დაცვის შენარჩუნების აუცილებლობა აღარ აქვს.

მისი თქმით, როგორც პარლამენტის თავჯდომარისთვის, ასევე პრეზიდენტისთვის, ოთხი წლის ვადით დაცვის დატოვება ზედმეტია.

“მინდა, შეგახსენოთ, რომ თვითონ ვიყავი ინიციატორი რეგლამენტში ცვლილებების, რომლის მიხედვითაც პარლამენტის ყოფილ თავმჯდომარეს არა ოთხი, არამედ ერთი წლის ვადით უნარჩუნდება სახლმწიფო დაცვა. მე ვიყავი ამის ინიციატორი, რადგან მიმაჩნდა და დღესაც მიმაჩნია, რომ ზედმეტია აბსოლუტურად პარლამენტის თავმჯდომარისთვის ოთხი წლით დაცვის დატოვება და იგივეს ვიტყვი პრეზიდენტზეც. ჩემი გადაწყვეტილება ჩემ წინააღმდეგ იყო მიმართული თავის დროზე? ”, - განაცხადა კობახიძემ.

შეგახსენებთ, რომ სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შეფასებით, ყოფილ პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს სახელმწიფო დაცვის შენარჩუნების საჭიროება აღარ აქვს, რის გამოც მას დეკემბრის შუა რიცხვებიდან დაცვა მოეხსნება.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
WSJ: დუბაის სასამართლომ რუსეთიდან საწვავის 700 მილიონი დოლარის გაყიდვები გაყინა
მოსკოვის ციხეში პუტინის კიდევ ერთი კრიტიკოსი რეჟისორი ალექსანდრ კონდრატოვი გარდაიცვალა
AnchorGPC-ის დაბადების დღეზე საქართველოს ბანკის მომხმარებლები სპეციალური შეთავაზებით ისარგებლებენ
ისარგებლე ყოველდღე ქეშბექ შეთავაზებებით საქართველოს ბანკის SUPER ნაკრების ფარგლებში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics