12:22 - 21 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-10-17 16:12:32, 6682 ნახვა

სამხედრო
ირაკლი ღარიბაშვილი: გია ყარყარაშვილი შეუპოვრობის, თავდადებისა და გაუტეხლობის სიმბოლოა

„გია ყარყარაშვილი შეუპოვრობის, თავდადებისა და გაუტეხლობის სიმბოლოა“, - ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურში განაცხადა.

ირაკლი ღარიბაშვილმა ვეტერანებს 17 ოქტომბერი - ვეტერანის დღე მიულოცა და ქვეყნის წინაშე გამოჩენილი თავდადებისა და თავდაცვის ძალების განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა.

„პატივცემულო ვეტერანებო, თქვენ ხართ საქართველოს ცოცხალი მემატიანეები. თქვენ ჩაუყარეთ საფუძველი საქართველოს თავდაცვის ძალებს და სწორედ თქვენს მხრებზე გადაიარა ჩვენი უახლესი ისტორიის ურთულესმა პერიოდმა. დამოუკიდებლობის მოპოვებისთანავე, 90-იანი წლების ქარ-ცეცხლში, თითოეულმა თქვენგანმა პირნათლად დაამტკიცა, რომ რიცხობრივად აღმატებულ მტერთან ქართული მებრძოლი სული არასოდეს შედრკება. შემდგომ წლებშიც, როგორც საქართველოს სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის დაცვისას, ისე მოკავშირეთა მხარდამხარ, გლობალური უსაფრთხოების განმტკიცების დროს, თქვენ გახდით შეუპოვრობისა და თავდადების მაგალითი. ასეთი გაუტეხლობის სიმბოლოა გენერალი გია ყარყარაშვილი, რომელმაც არაერთი უმძიმესი ბრძოლა გამოიარა. მასთან ერთად, მე მინდა უდიდესი მადლობა გადავუხადო თითოეულ თქვენგანს“, - განაცხადა თავდაცვის მინისტრმა.

ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით უწყების ამოცანა თანამედროვე, მოქნილი და ნატო-სთან თავსებადი თავდაცვის ძალების განვითარებაა. ამ პროცესში კი ვეტერანთა როლი მნიშვნელოვანია. „თავდაცვის ძალების რიგებში არაერთი ღვაწლმოსილი ვეტერანი მსახურობს და ყოველდღიურად, მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს მის აღმშენებლობაში. ჩვენი მოწინავე პარტნიორი ქვეყნების სამხედრო ძლიერებაც, მნიშვნელოვან წილად, სწორედ ვეტერანების გამოცდილებით საზრდოობს. ქვეყნის ერთიანობისთვის ქართველი ხალხის ბრძოლას არაერთი გმირის სიცოცხლე შეეწირა - ეს იყო ზურაბ იარაჯული, ზაზა დამენია, გიორგი ანწუხელიძე თუ შინდისის გმირები, ჩვენ ყოველთვის სათანადო პატივს მივაგებთ მათ ხსოვნას“, - განაცხადა თავდაცვის მინისტრმა.

ვეტერანის დღესთან დაკავშირებით ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურში საზეიმო მიღება გაიმართა. საქართველოში ვეტერანის დღე 2014 წლიდან აღინიშნება. 1995 წლის 17 ოქტომბერს საქართველოს პარლამენტმა მიიღო კანონი „ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანთა შესახებ“, რაც შემდგომში ვეტერანის დღის დაწესების საფუძველი გახდა.

 

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სამოქალაქო საზოგადოება: ოცნების კამპანია ქვეყნის სახელმწიფოებრიობას აზიანებს, საჯარო სივრცეში ტერმინ „რუსოფობიის“ ხელოვნურად დამკვიდრების ცდილობს
რუსეთში წიწიბურას ფასები კვლავ გაიზარდა
ირანზე გამარჯვება ხელიდან ეცლება: ტრამპი სულ უფრო მეტად ემუქრება მოკავშირეებს - Washington Post
ფესტივალი ZEIMI - ქართული კულტურისა და გემოს დღესასწაული ნიუ-იორკში თიბისის მხარდაჭერით გაიმართება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics