2019-10-17 14:04:12, 3966 ნახვა
მსოფლიო
დიდმა ბრიტანეთმა და ევროკავშირმა Brexit-ზე ახალ შეთანხმებას მიაღწიეს
ლონდონმა და ბრიუსელმა Brexit-ზე ახალ შეთანხმებას მიაღწიეს, - ამის შესახებ BBC დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრზე ბორის ჯონსონზე დაყრდნობით იუწყება.
მედია საშუალების ინფორმაციით, ბორის ჯონსონმა იმედი გამოთქვა, რომ ახალი გარიგება ორივე მხარეს პროცესებზე კონტროლის დაბრუნების საშუალებას მისცემს.
აღსანიშნავია, რომ შეთანხმების დეტალები ამ დრომდე უცნობია. წინა შეთანხმების მიხედვით, დიდ ბრიტანეთს ევროკავშირი 31 ოქტომბრამდე უნდა დაეტოვა.
შეთანხმების მიღწევას, ევროკომისიის პრეზიდენტი ჟან-კლოდ იუნკერიც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ "შეთანხმება არის დაბალანსებული და სამართლიანი".
ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან