|
2019-10-17 13:24:18, 1580 ნახვა
ეკონომიკა
მსოფლიო ბანკი რეფორმების განხორციელების პროცესში, საქართველოსთან თანამშრომლობას გააგრძელებს
მსოფლიო ბანკი დადებითად აფასებს საქართველოს ეკონომიკურ მდგომარეობას და აღნიშნავს, რომ მიუხედავად რეგიონში არსებული რთული ვითარებისა, ქვეყანა განაგრძობს ეკონომიკურ ზრდას, - ამის შესახებ ბანკის ვიცე-პრეზიდეტმა სირილ მიულერმა ფინანსთა მინისტრ ივანე მაჭავარიანთან შეხვედრისას განაცხადა. საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის ჯგუფის ყოველწლიური შეხვედრების ფარგლებში გამართული მოლაპარაკებებისას, მხარეებმა მიმოიხილეს ქვეყანაში მსოფლიო ბანკის მიერ მხარდაჭერილი საინვესტიციო პროექტების მიმდინარეობა, მთავრობის რეფორმები და სამომავლო თანამშრომლობის საკითხები. ფინანსთა მინისტრმა და მსოფლიო ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვეს იმ პროექტების მნიშვნელობას, რომლებიც გზების, ენერგეტიკის, სოფლის მეურნეობის, რეგიონული და მუნიციპალური განვითარების მიმართულებით მსოფლიო ბანკის დაფინანსებით ხორციელდება. ივანე მაჭავარიანმა მსოფლიო ბანკის ვიცე-პრეზიდენტს გააცნო ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობა, 2020 წლის ბიუჯეტის პრიორიტეტული მიმართულებები, ასევე ყურადღება გაამახვილა საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო Standard&Poor's"-ის მიერ საქართველოს სუვერენული რეიტინგის გაუმჯობესების მნიშვნელობაზე. მსოფლიო ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა ქართულ მხარეს მიულოცა ახლახან, მსოფლიო ბანკის 2019 წლის კვლევაში - „მსოფლიო მმართველობის ინდიკატორები" მიღწეული წარმატება და აღნიშნა, რომ ამ მონაცემებით, საქართველო ტოპ რეფორმატორ ქვეყნებს შორის მოხვდა. ასევე ,განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ადამიანური კაპიტალის განვითარებისა და განათლების კუთხით საქართველოს მთავრობის მიერ დაგეგმილ რეფორმებზე, რომლებიც მსოფლიო ბანკის შეფასებით, ხელს შეუწყობს საქართველოში ინოვაციებისა და პროდუქტიულობის ზრდას. შეხვედრის დასასრულს მხარეები შეთანხმდნენ, რომ საქართველო და მსოფლიო ბანკი გააგრძელებენ ნაყოფიერ თანამშრომლობას საქართველოს საინვესტიციო შესაძლებლობებისა და ეკონომიკის კონკურენტუნარიანობის გაზრდის ხელშეწყობის მიმართულებით.
(NS)
აშშ-ის არმიის მინისტრმა თანამდებობა ჰეგსეთთან კონფლიქტის გამო დატოვა - CNN
დღეიდან, საგზაო მოძრაობის პირობებში სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციისას წარმოქმნილი ხმაურის დონის შემოწმება, პორტატული მოწყობილობით განხორციელდება
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალის მკვლელობაში ბრალდებული დააკავეს
საქართველოში მყოფ საერთაშორისო სტუდენტებს მოეთხოვებათ ქართული ენის ცოდნის დამტკიცება
|
რედაქტორის რჩევით
რა კავშირები აქვს სომეხ ბიზნესმენს რუსეთთან რომელმაც ბილტმორი და ტერაბანკი იყიდა
გებელსიადა ComCom-ში საბჭოთა ცენზურის დაცვით
ომი უკრაინაში
რუსებმა კიევში, რკინიგზის დეპოზე თავდასხმა განახორციელეს, რის შედეგადაც შვიდი ადამიანი დაიღუპა
რუმინეთის საზღვარზე ორლოვკას ბორნის გადასასვლელი რუსეთის საჰაერო დარტყმის გამო შეჩერდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)